Tuesday, March 29, 2016

თირკმელის მდებარეობა; ზომები; წონა; სკელეტოტოპია; სინტოპია; ფიქსაცია



თირკმელი (ren) ლობიოს ფორმის პარენქიმული წყვილი ორგანოა. თირკმელები მდებარეობს მუცლის ღრუში, რეტროპერიტონეულად.

მარჯვენა და მარცხენა თირკმლის ზომები და სკელეტოტოპია განსხვავებულია, მარჯვენა თირკმელზე ღვიძლის ზეწოლის გამო. მარჯვენა თირკმელი უფრო მოკლე და განიერია.

თირკმლის წონა: კავშირშია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპთან და შეიძლება ცვალებადობდეს 120–200 გრამის ფარგლებში. საშუალოდ მისი მასაა 140 გ (150გრ. მამაკაცებში(); 135გრ. ქალებში()).

თირკმლის ზომები: ვერტიკალური: 10-12 სმ; განივი: 5-7სმ; სისქე: 3 სმ


თირკმელზე განირჩევა: წინა ზედაპირი (facies anterior), რომელიც ამოდრეკილია. უკანა ზედაპირი (facies posterior), რომელიც წინა ზედაპირთან შედარებით სწორია. გარეთა, ანუ ლატერალური კიდე (margo lateralis). შიგნითა, ანუ მედიალური კიდე (margo medialis). ზედა ბოლო (extremitas superior). ქვედა ბოლო (extremitas inferior).
თირკმლის ლატერალური კიდე სადაა და გამოდრეკილია გარეთ. მედიალურ კიდე შედრეკილია შიგნით და ცენტრში აქვს გრძელი ნაპრალი – ე.წ თირკმლის კარი (hilus renalis), რომელიც გრძელდება თირკმლის წიაღში (sinus renalis).
თირკმლის წიაღში მდებარეობს თირკმლის მენჯი, ფიალები, სისხლძარღვები, ლიმფური კვანძები, ნერვები, ცხიმოვანი ქსოვილი.

თირკმლის ზედა გამსხვილებულ ბოლოს მთლიანად ფარავს თირკმელზედა ჯირკვალი.
თირკმლის ქვედა ბოლოები ერთმანეთთან უფრო მეტადაა დაშორებული(~11სმ), ვიდრე ზედა ბოლოები (~8სმ).

მარცხენა თირკმელის პროექცია ხერხემლის სვეტზე: გულმკერდის XI  და წელის III მალას შორის. მარჯვენა, მარცხენა თირკმელზე 1,5-ით დაბლა მდებარეობს: გულმკერდის XII და წელის IV მალას შორის. მარცცენა თირკმელს უკნიდან, თითქმის შუაზე, ოდნავ ირიბად გადაუვლის XII ნეკნი, მარჯვენას კი ზედა და შუა მესამედის საზღვარზე.



თირკმლის სინტოპია. მარჯვენა და მარცხენა თირკმლის სინტოპია განსხვავებულია.

▶ მარჯვენა თირკმლის წინა ზედაპირს ეხება: ღვიძლის მარჯვენა წილი;
თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილი;
კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი;
კოლინჯის სისხლძარღვები;
წვრილი ნაწლავი.

მარჯვენა თირკმლის უკანა ზედაპირს ეხება:
დიაგრაგმა;
მარჯვენა წელის კვადრატული და სუკის დიდი კუნთები;


მარჯვენა თირკმელს მედიალურად ესაზღვრება:
ქვემო ღრუ ვენა;

ზემოდან: მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალი


▶ მარცხენა თირკმლის წინა ზედაპირს ეხება: 
კუჭი;
ელენთა;
პანკრეასის კუდი;
დასწვრივი კოლინჯი;
მლივი ნაწლავი.

მარცხენა თირკმლის უკანა ზედაპირს ეხება:
დიაფრაგმა;
მარცხენა კვადრატული და სუკის დიდი კუნთები


ზემოდან:
მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალი





თირკმლის ფიქსაცია. ადამიანის ვერტიკალურ მდგომარეობაში თირკმელთა ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანის მათი ფიქსაცია.
თირკმელთა ფიქსაციას უზრუნველყოფს:
1. მუცლის ღრუს შიდა წნევა, რასაც მუცლის პრესის კუნტები ავითარებს
2. თირკმელთან დაკავშირებული იოგები (lig. hepatorenale; lig lienorenale) 
3. თირკმლის სისხლძარღვები ( A .  V .)
4. თირკმლის მფარავი გარსები.

No comments:

Post a Comment