Monday, October 3, 2016

პროფესიული დაავადება - დეკომპრესიული ავადმყოფობა (DCS), კესონის დაავადება, მყვინთავების დაავადება

დეკომპრესიული ავადმყოფობა (DCS) ასევე ცნობილია, როგორც მყვინთავების დაავადება და კესონის დაავადება.

მაღალი ატმოსფერული წნევის დამაზიანებელი გავლენა

მაღალი ატმოსფერული წნევა პათოგენურად ზემოქმედებს ორგანიზმზე წყალქვეშ და კესონებში მუშაობის დროს. კესონი – სიღრმეში სამუშაო სპეციალური კამერაა. მასში ხელოვნურად შექმნილია მაღალი წნევა, კამერის კედლებს გარეთ და შიგნით წნევის გაწონასწორების მიზნით.

წყალქვეშ ყოველ 10,3 მეტრზე ჩასვლისას წნევა ერთი ატმოსფეროთი მატულობს.

ავადმყოფური მოვლენები ატმოსფერული წნევის გაზრდისას დაკავშირებულია უშუალოდ:
1. მაღალი ატმოსფერული წნევის მოქმედებასთან
2. აზოტით ქსოვილების გაჟღენთვასთან
3. ჟანგბადის სიჭარბესთან – ჰიპეროქსიასთან

მაღალი ატმოსფერული წნევის უშუალო ზემოქმედება იწვევს ყურების ტკივილს დაფის აპკის ჩაზნექის გამო, შინაგანი ორგანოების სისხლსავსეობას, კანის და სხვა პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვების შედეგად. სუნთქვა ღრმავდება და იშვიათდება, ნაწლავებში არსებული ჰაერის რაოდენობის შემცირებასთან და დიაფრაგმის დაწევასთან დაკავშირებით.

ჰიპერბარიის შედეგად ორგანიზმში მატულობს ფილტვების გზით შესულ აირთა ხსნადობა სისხლში და ქსოვილებში. აღინიშნება ქსოვილების გაჟღენთვა – სატურაცია ამ აირებით.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სატურაციას აზოტით, რომლის ხსნადობა, წნევის გარდა, დამოკიდებულია ქსოვილის თვისებებზე: ცხიმოვან ქსოვილში, ტვინის თეთრ ნივთიერებაში, ძვლის ყვითელ ტვინში იხსნება 5-ჯერ მეტი აზოტი, ვიდრე სისხლში.

ნერვულ ქსოვილში გახსნილი აზოტი ეიფორიულ მოქმედებას იჩენს. ვითარდება „სიღრმითი აღტაცების“ სურათი. ვლინდება ტოქსიკური ეფექტი – თვალების ტკივილი, თავბრუ, ჰალუცინაციები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

მაღალი წნევიდან დაბალი წნევის არეშე გადასვლას (დეკომპრესიას) თან სდევს ქსოვილებიდან აირების გამოსვლა – დესატურაცია.
სწრაფი დესატურაციის დროს, ქსოვილებიდან სისხლის მიერ დესატურირებული აზოტი ვერ ასწრებს ორგანიზმის დატოვებას, რის გამოც გროვდება სისხლსა და ქსოვილებში.

სისხლში, შედარებით დიდი ზომის აზოტის ბუშტუკების წარმოქმნას სიცოცხლისათვის საშიში აიროვანი ემბოლიის გაჩენა მოსდევს.

ქსოვილებში დაგროვილი აზოტის ბუშტუკების ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე იწვევს კუნთების და სახსრების ტკივილს (ართრალგია; მიალგია); კანის ქავილს, ემფიზემას (აირის დაგროვება კანქვეშ).

ნახევარრკალოვანი არხის ენდოლიმფაში აზოტის დაგროვების გამო, ხშირია ე.წ. მენიერის სიმპტომთკომპლესი – შუილი ყურებში, თავბრუ, წონასწორობის დარღვევა.

ზურგის ტვინის შედარებით მწირი ვასკულარიზების გამო, აზოტის ბუშტუკების გამოტანა მისი ქსოვილიდან შედარებით ნელა მიმდინარეობს. მძიმე შემთხვევებში, ის ზიანდება, ვითარდება ქვემო კიდურების დამბლა, ირღვევა შარდის გამოყოფა და დეფეკაცია.

მაღალი ბარომეტრული წნევის დამაზიანებელი მოქმედება ორგანიზმზე განპირობებულია, ასევე ჰიპეროქსიის (ჟანგბადის სიჭარბის) ტოქსიკური ეფექტით.

ორგანიზმის თავდაპირველი რეაქციები ჰიპეროქსიაზე შეგუებითი ხასიათისაა და პირველ რიგში მიმართულია თავის ტვინის ქსოვილში ჟანგბადის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნებისკენ. სისხლში ჟანგბადის დონის მომატების გამო, მცირდება სისხლძარღვების კედლებში არსებული ქემორეცეპრორების აგზნებადობა და იმპულსაცია ვეგეტატიური ცენტრებისკენ. საპასუხოდ: იშვიათდება სუნთქვა და გულის შეკუმშვები; მცირდება გულის წუთმოცულობა, ცირკულირებადი სისხლის მოცულობა, ფილტვების ვენტილაცია, ვიწროვდება ტვინის მკვებავი სისხლძარღვები, სისხლი დეპონირდება პარენქიმულ ორგანოებში.
მკვეთრ ჰიპეროქსიას შეიძლება მოჰყვეს ქსოვილებიდან ნახშირორჟანგის გამოტანის დარღვევა, რადგან ჰემოგლობინის მოლეკულები ამ პირობებში გაჯერებულია ჟანგადით. ეს ქმნის ქსოვილის თავისებური „მოხრჩობის“ სურათს.

ძლიერი ჰიპეროქსია უჯრედებზე მაიონებელი რადიაციის მსგავს ტოქსიკურ მოქმედებას – თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ზეჟანგვითი პროცესების პროვოცირებას იწვევს.


პრევენცია

დაავადების პროფილაკტიკის მიზნით, კესონში მომუშავეებს სასუნთქად აძლევენ ჰელიუმ-ჟანგბადის ნარევს, რადგან ჰელიუმი ნაკლებად იხსნება ქსოვილებში.
იყენებენ, აგრეთვე, წილადობრივ, თანდათანობით დეკომპრესიას, რის შედეგადაც დესატურირებული აირი ასწრებს ორგანიზმიდან გამოყოფას ბუშტუკების წარმოუქმნელად.


მკურნალობა

კესონის დაავადების მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა რეკომპრესია. ამ მიზნით, ავადმყოფს განმეორებით ათავსებენ მაღალი წნევის ქვეშ (მაგ: ბაროკამერის გამოყენებით), რის შედეგადაც სისხლძარღვების სანათური თავისუფლდება ბუშტუკებისგან.




1 comment:

  1. ჰერპესი არის სერიოზული და განმეორებადი დაავადება, რომელსაც ამერიკელი ექიმების მიერ მედიკამენტებით ან ინექციების საშუალებით ვერ განკურნება, მაგრამ ჰერპესთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სამკურნალო მცენარეების სამკურნალო მედიცინის მიღება მუდმივი მკურნალობისთვის. მე აქ ვარ დაფასებული დოქტორი ჯეიმსი მისი გამოყენებისთვის. მცენარეული წამალი ჩემი ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ. დაახლოებით 3 წელი და 6 თვეა, რაც ამ ვირუსით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, მე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რამდენიმე წამალს სამკურნალოდ ვიღებდი, მაგრამ მთელი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო, ერთ დილას ინტერნეტის საშუალებით ვიჯექი, შემდეგ დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, რომ ჯეიმსი კურნავდა ადამიანებს ჰერპესის ვირუსისგან / აივ და შიდსიდან და მაშინვე მე დავუკავშირდი ექიმ ჯეიმსს მის ელ.ფოსტაზე: drjamesherbalmix@gmail.com. მე მას ვუთხარი ჩემი პრობლემების შესახებ და მან მითხრა, რომ უნდა განკურნებულიყო. მან მომცა ინსტრუქციები და რასაც მე სწორად მივყევი, ამიტომ მან მოამზადა მცენარეული წამალი და გამომიგზავნა ის, რომელიც მე სამი კვირის განმავლობაში გამოვიყენე და განკურნებული ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის სიზმარი იყო და ჩემი ჰერპესი სამუდამოდ გაქრა. დოქტორ ჯეიმს გმადლობთ და იქნებ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გქონდეთ უფრო მეტი განკურნებისთვის. არ ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰერპესის ვირუსით, ან რაიმე სახის დაავადებებით, LIKE ... დიაბეტები, კიბო, აივ / შიდსი, ჰერპესი, ჰეპატიტის A&B, კარდიაკის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მოყვითალო, ეპილეფსია, ლუპუსი, ღერო, სპინალური ტორფი, ეგზემა, თირკმლის დაავადებები, ACME, უკანა პენი, დენგურიანი შიზოფრისი, პრესული, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, პრესული, ფისო დაუკავშირდით. ექიმ ჯეიმსს და გაათავისუფლეთ თქვენი დაავადებებისაგან, რადგან ის ძალიან კარგი და პატიოსანი მცენარეული ექიმია, ის ასევე ცნობილია, როგორც მცენარეული ფესვის ნათლიმამა. ახლავე დაუკავშირდით მას ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com whatsapp ან დარეკეთ მასზე +2348152855846

    ReplyDelete