Saturday, October 22, 2016

ზურგის ტვინი – medulla spinalis

ზურგის ტვინის განივკვეთიდან  ჩანს მის ცენტრში არსებული
რუხი ნივთიერება – substantia grisea და პერიფერიულად მდებარე თეთრი ნივ-
თიერება – substantia alba. ნერვული უჯრედების გროვით წარმოქმნილი რუხი
ნივთიერება პეპლასმაგვარი ან ლათინური H-ის მსგავსია. რუხ ნივთიერებაში
განარჩევენ წინა – cornu anterius, უკანა – cornu posterius, გვერდით რქებსა –
cornu lateralis და ცენტრალურ ნაწილს – substantia intermedia centralis (გვერდი-
თი რქები გამოხატულია გულმკერდის პირველი სეგმენტიდან წელის მეორე,
მესამე სეგმენტამდე). რუხი ნივთიერების ცენტრში გაივლის ზურგის ტვინის
ცენტრალური არხი. წინა რქები მოკლეა და მსხვილი; უკანა რქები უფრო
ვიწრო და გრძელია და აღწევს ზურგის ტვინის უკანა კიდეს. წინა რქიდან
გამოდის მამოძრავებელი ფუნქციის მქონე წინა ფესვი; უკანა რქაში კი შედის
უკანა ფესვი, რომელსაც მგრძნობიარე ფუნქცია აქვს. მგრძნობიარე ფესვი
ქმნის სპინალურ კვანძს ganglion spinale, რომელიც მდებარეობს ხერხემლის
არხში, მალთაშუა ხვრელთან ახლოს (მამოძრავებელი ფესვი კვანძის შექმნაში
არ მონაწილეობს). სპინალური კვანძიდან გამოსვლის შემდეგ უკანა ფესვი
უერთდება წინა ფესვს და იქმნება შერეული ზურგის ტვინის ნერვი, რომელიც
ტოვებს ხერხემლის არხს მალთაშუა ხვრელით. აღსანიშნავია, რომ ზურგის
ტვინის გვერდითი რქის უჯრედებიდან იწყება სიმპათიკური ბოჭკოები, რომლებიც
გამოდიან წინა ფესვით. წინა შუა გასწვრივი ნაპრალი – fi ssura mediana
anterior და უკანა შუა გასწვრივი ღარი – sulcus mediana posterior ზურგის ტვინს
ყოფს ორ ნაწილად, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან თეთრი და
რუხი ნივთიერების შესართავით – comissura alba et comissura grisea.
ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების, თეთრი ნივთიერების, წინა შუა გასწვრივი
ნაპრალისა და უკანა შუა გასწვრივი ღარის ურთიერთდამოკიდებულებით
შეიქმნება თეთრი ნივთიერების სვეტები ანუ ლარები: წინა შუა გასწვრივ
ნაპრალსა და წინა რქას შორის წინა ლარია – funculus anterior; წინა და
უკანა რქას შორის – გვერდითი ლარი – funiculus lateralis; უკანა რქასა და უკანა
შუა ღარს შორის – უკანა ლარი – fuuniculus posterior.
ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება აკავშირებს ერთმანეთთან, ერთი
მხრივ, ზურგის ტვინის სეგმენტებს, მეორე მხრივ, ზურგის ტვინის სეგმენტებს
თავის ტვინის ბირთვებთან და ქერქთან.

ზურგის ტვინის წინა, გვერდითი და უკანა ლარები წარმოადგენენ ზურგის
ტვინის გამტარ გზებს. ამგვარად, ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება გამტარი
სისტემაა, რომელიც შედგება აღმავალი ანუ აფერენტული, ცენტრისკენა,
მგრძნობიარე და დაღმავალი ანუ ეფერენტული, ცენტრიდანული, მამოძრავებელი
გამტარი გზებისაგან.

უკანა ლარი: მგრძნობიარე ხასიათის გამტარი გზები: ნაზი, გოლის (Golli)
კონა – fasciculus gracilis და სოლისებრი, ბურდახის (Burdaxi) კონა – fasciculus
cuneatus. ლატერალური და წინა ლარის შემადგენლობაში შედის როგორც აღმავალი,
ისე დაღმავალი გამტარი გზები.

წინა ლარი:
აღმავალი გამტარი გზა – ზურგის ტვინ-მხედველობის ბორცვის წინა გზა ანუ სპინო-თალამური წინა ტრაქტი –tractus spinothalamicus anterior;

დაღმავალი გამტარი გზები – 
1. ქერქ-ზურგის ტვინის წინა გზა ანუ კორტიკო- სპინალური წინა (პირამიდული) ტრაქტი – tractus corticospinalis anterior (piramidalis)
2. კარიბჭე-ზურგის ტვინის ანუ ვესტიბულო-სპინალური ტრაქტი – tractus vestibulospinalis.

გვერდითი ლარი:
აღმავალი გამტარი გზები – 
1. ზურგის ტვინ-ნათხემის წინა გზა ანუ სპინოცერებელარული წინა ტრაქტი – tractus spinocerebellaris anterior, გოვერსის (Gowersi) გზა; 
2. ზურგის ტვინ-ნათხემის უკანა გზა ანუ სპინო ცერებელარული უკანა ტრაქტი – tractus spinocerebellaris posterior, ფლესციგის (Fleschigi) გზა; 
3. ზურგის ტვინ-მხედველობის ბორცვის გვერდითი გზა ანუ სპინო-თალამური გვერდითი ტრაქტი – tractus spinothalamicus lateralis

დაღმავალი გამტარი გზები – 
1. ქერქ-ზურგის ტვინის ლატერალური გზა, ანუ კორტიკოსპინალური ლატერალური (პირამიდული) ტრაქტი – tractus corticospinalis lateralis (piramidalis)
2. წითელ ბირთვ-ზურგის ტვინის გზა ანუ რუბრო-სპინალური ტრაქტი – tractus rubrospinalis, მონაკოვის (Monakowi) გზა.


No comments:

Post a Comment