Sunday, August 14, 2016

პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია



ჩვენება:
  ინტრავენურად   მედიკამენტების   ადმინისტრირება
 ინფუზიური თერაპია
  პარენტერალური  კვება
 პერიოპერაციულ  (პრეოპერაციულ, ინტრაოპერაციულ, პოსტოპერაციულ) პერიოდში მედიკამენტების ადმინისტრირება



რეკომენდაციები:
‣ პროცედურის  დროს  გამოიყენეთ საპროცედურო  არის  დამუშავება კანის დასამუშავებელი  ანტისეპტიკური  ხსნარით;
  მოახდინეთ კანულაციის არის  იდენტიფიკაცია  და პერიფერიული ვენის კათეტერის ზომის განსაზღვრა
  განსაზღვრეთ კათეტერიზაციის  არე:
· ინტრავენური  თერაპიის  დაწყების  საუკეთესო ლოკალიზაციას   წარმოადგენს  წინამხარი, მაჯა;  
  მოერიდეთ კათეტერიზაციას:
· ქვედა  კიდურებზე - წვივის, ტერფის  ვენების კათეტერიზაციის  საკითხი   დგება   გამონაკლის  შემთხვევებშირადგან  მაღალია თრომბოზების  განვითარების  რისკი,  შესაბამისად  ამ  პროცედურის  შეთანხმება  ხდება  ექიმთან  
· კიდურის მოხრის ადგილებზე
· იმ ვენებზე, რომელთა პალპაციაც გაძნელებულია
  გამოცვალეთ  ინტრავენური  კათეტერი    72 სთ-ში  ერთხელ (აუცილებლად გაითვალისწინეთ გადასასხმელი ნივთიერებების თავისებურება)
  ყოველ  8 სთ-ში ერთხელ  შეამოწმეთ კანულაციის  არე,   გამორიცხეთ  ინფილტრაცია  და ფლებიტის   ნიშნები
  ჩარეცხეთ  თავისუფალი ინტრავენური  ხაზი   4-8სთ-ში  ერთხელ ფიზიოლოგიური  ხსნარით (შიდა პროტოკოლიდან გამომდინარე) (თრომბის  განვითარების   პრევენცია)
   
შესაძლო უკუჩვენებები:
  კოაგულოპათია
  ლოკალური ტრამვა კათეტერიზაციამდე
  რაიმე  სახის ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია ამ  არეში
  დაუმორჩილებელი  პაციენტი
  საპროექციო  არეში კანის ან  რბილი ქსოვილების ინფექცია
  აღნიშნული ადგილის მრავლობითი  კათეტერიზაცია

საჭირო აღჭურვილობა:   
  არასტერილური ხელთათმანი
  თირკმლისებრი თასი    
  შესაბამისი ზომის პერიფერიული   ვენის  კათეტერი
  შპრიცები  სხვადასხვა  ზომის
‣  ანტისეპტიური საშუალება კანის  დასამუშავებლად 
  ბანდის (მარლის) ბურთულა ან სპეციალური ტამპონი კანის დასამუშავებლად    
  ვენის კათეტერის  საფიქსაციო გამჭვირვალე  ლეიკოპლასტირი
  ფიზიოლოგიური ხსნარი (კათეტერის ჩასარეცხად)
  ლახტი
  მჭრელი და ბასრი იარაღების უტილიზაციისათვის განკუთვნილი კონტეინერი
  საფენი - კიდურის ქვეშ მოსათავსებლად

პროცედურის თანმიმდევრობა:
1. აუხსენით  პაციენტს პროცედურა და მისი საჭიროება, მოიპოვეთ ინფორმირებული თანხმობა
2. უზრუნველყავით და დაიცავით პაციენტის პრივატულობა. მოათავსეთ პაციენტი სათანადო პოზიციაში კომფორტულად, საკათეტერიზაციო კიდურის ქვეშ დააფინეთ საფენი
3. განსაზღვრეთ  კათეტერიზაციის  ლოკალიზაცია. მოამზადეთ  კანულაციის არე 
4. მოამზადეთ აღჭურვილობა
5. დაიბანეთ  ხელი  (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენა - ხელების ანტისეპტიური დამუშავების პროტოკოლი) 
6. ჩაიცვით  არასტერილური ხელთათმანი (იხ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების პროტოკოლი)
7. შეარჩიეთ შესაბამისი  ზომის  პერიფერიული ვენის კათეტერი   (ქვემოთ იხ. ცხრილი). კათეტერის ზომის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
 პაციენტის ვენების კალიბრი - კათეტერმა მთლიანად არ უნდა დაიკავოს ვენის სადინარი
 გადასასხმელი ხსნარების / მედიკამენტების შეყვანის სავარაუდო სიჩქარე და რაოდენობა
8. შეავსეთ 5 მლ შპრიცი ფიზიოლოგიური ხსნარით (კათეტერის ჩასარეცხად). აღჭურვილობა  მოათავსეთ  თირკმლისებურ თასში
9. აწარმოეთ საპროცედურო არის  პალპაცია ვენის  შეფასებისათვის 
10. ლოკალური   დაამუშავებისათვის  გამოიყენეთ    კანის  წმენდა წრიული მოძრაობით, ცენტრიდან  პერიფერიისკენ - ანტისეპტიური  ხსნართ და მარლის ბურთულით ან გამოიყენეთ სპრეი. აცადეთ გაშრობა  5  წმ-ის  განმავლობაში.
11. არ  აწარმოოთ  საინექციო არის  განმეორებით  პალპაცია  კანის  დამუშავების  შემდეგ
12. დაადეთ  ლახტი კანულაციის  სავარაუდო არიდან 10-15 სმ-ით ზემოთ
‣ თუ   ვენა  არ  ჩანს  სთხოვეთ  პაციენტს  შეკრას   და გაშალოს  მუშტი
 შეკრულ  მდგომარეობაში  მუშტი  შეინარჩუნოს  მანამ,  სანამ  არ  მოახდენთ  მანდრენი/კათეტერი  ვენაში  ადმინისტრირებას 
 ლახტი არ უნდა დაადოთ ისე მჭიდროდ, რომ შეჩერდეს არტერიული სისხლის დინება. პალპაციით სხივის არტერიაზე უნდა ისინჯებოდეს პულსაცია
13. გახსენით  კათეტერი, მოხსენით დამცავი სახურავი
14. კათეტერი  დაიჭირეთ  კანთან მიმართებაში  300  დახრილი კუთხით, მანდრენის ჭრილით ზემოთ  
15. თავისუფალი (არა-დომინანტური) ხელის ცერა და საჩვენებელი თითით  გადაჭიმეთ კანი საინექციო არიდან 2,5 სმ მოშორებით  ისე, რომ არ შეეხოთ გაწმენდილ  არეს
16. მოახდინეთ  ვენის  პუნქცია
17. კათეტერის  ვენაში  მოხვედრისას  სანათურში   მიიღებთ  სისხლს
18. კათეტერი და  მანდრენი შეიყვანეთ 1/8, რათა დარწმუნდეთ, რომ კათეტრი და არა მხოლოდ მანდრენის წვერი არის ვენაში მოხვედრილი
19. ერთი ხელით დაიწყეთ  კათეტერის  შეყვანა, მეორე ხელით მანდრენი  დატოვეთ  უმოძრაოდ
 არასოდეს არ შეეცადოთ მანდრენის უკან - კათეტერში შეცურებას, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოთ კათეტერის მთლიანობის დარღვევა
20. მოხსენით  ლახტი 
21. კათეტერიდან სისხლის გადმოდინების აღსაკვეთად, კათეტერის ჩადგმის ადგილიდან 2სმ-ის დაშორებით არადომინანტური ხელით მოახდინეთ იმ ვენაზე ზეწოლა, რომელშიც ჩადგით კათეტერი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიღეთ მანდრენი კათეტერიდან სრულად, დაახურეთ კათეტერის ჩამკეტი სახურავი
 თუ იწყებთ ინტრავენურ ინფუზიას - პერიფერიული ვენის კათეტერს შეუერთეთ წინასწარ მომზადებული სისტემა
  კათეტრის  მანდრენი მოათავსეთ მჭრელი და ბასრი იარაღებისათვის განკუთვნილ კონტეინერში
22. ჩარეცხეთ კათეტერი ფიზიოლოგიური ხსნარით
 შეაფასეთ კანულაციის  არე (თუ  ამოიბურცა  კანი  - ამოიღეთ  კათეტერი)
23. ინექციის ადგილი დაამუშავეთ  ლოკალურად  და გაამშრალეთ  სტერილური  მარლის  ბურთულებით
24. კათეტერი  დააფიქსირეთ  ვენის კათეტერის საფიქსაციო  გამჭვირვალე  ლეიკოპლასტირით
25. მიალაგეთ საპროცედურო  არე  და სამედიცინო ნარჩენები  მოათავსეთ  შესაბამის   კონტეინერში (იხ. სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროტოკოლი)
26. მოათავსეთ გამოყენებული სამედიცინო  იარაღები შესაბამის  კონტეინერში (ექვემდებარება დეზინფექცია/სტერლიზაციას) (იხ. სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის და წინასასტერილიზაციო დამუშავებისა და დეზინფექციის პროტოკოლი)
27. გაიხადეთ ხელთათმანი   (იხ. ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების პროტოკოლი)
28. დაიბანეთ  ხელი  (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენა - ხელების ანტისეპტიური დამუშავების პროტოკოლი) 
29. დააფიქსირეთ კათეტერიზაციის თარიღი და პასუხისმგებელი პირის  ინიციალები.


კათეტერის  ზომები  და   ნაკადის  სიჩქარე

პ.ვ.კ.  ზომა
გამოყენების  წესი
ფერი
დინება
14 G
სთხეებისა  და  სისხლის  სწრაფი  ინფუზიისთვის   ჰიპოვოლემიური შოკი , პოლიტრამვა. გამოიყენება ER,OR,ICU
სტაფილოსფერი ან ყავისფერი
270მლ/წთ
16 G
სთხეებისა  და  სისხლის  სწრაფი  ინფუზიისთვის   ჰიპოვოლემიური შოკი , პოლიტრამვა. გამოიყენება ER,OR,ICU
ნაცრისფერი
180მლ/წთ
18 G
სისხლისა  და სისხლის  პროდუქტების ტრანსფუზიისათვის, პარენტერალური  კვება, სითხეების დიდი  მოცულობით  გადასხმის დროს
მწვანე
80-100მლ/წთ
20 G
რუტინული  ინფუზიური  თერაპია, სისხლი და სისხლის  პროდუქტები, დიდი რაოდენობით სითხეები  2-3-ლიტრი  დღეში
ვარდისფერი
55მლ/წთ
22 G
ნელი ტრანსფუზიისათვის, ხანდაზმულებში  და  ახალშობილებში    
ცისფერი
30მლ/წთ
24 G
ნელი ტრანსფუზიისათვის, ხანდაზმულებში  და  ახალშობილებში    
ყვითელი
13მლ/წთ
26 G
ნელი ტრანსფუზიისათვის, ხანდაზმულებში  და  ახალშობილებში    

8-10მლ/წთ


 გართულებები:
  ჰემატომა
  აიროვანი  ემბოლია
  არასწორი  მიმართულებით ჩადგმა
  ვენის  თრომბოზი
  კათეტერით ემბოლიზაცია
  ინფექცია
‣ არტერიის ჩხვლეტა  ან  კანულაცია 


No comments:

Post a Comment