Wednesday, June 29, 2016

გენიტალური HSV ინფექცია

გენიტალური ჰერპესი წარმოადგენს ქრონიკულ, ხანგრძლივ ინფექციას. გამოყოფილია HSV- ორი ტიპი: HSV–1 და HSV–2. მორეციდივე გენიტალური ჰერპესის შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია HSV–2ით, თუმცა დაავადების პირველი ეპიზოდის უფრო გავრცელებულ მიზეზს შესაძლებელია HSV–1 წარმოადგენდეს. აშშში დაახლებით 50 მილიონ პირს აღენიშნება გენიტალური ჰერპესული ინფექცია. HSV–2ით ინფიცირებულ პირთა უმრავლესობაში არ ხდება გენიტალური ჰერპესის დიაგნოზის დასმა. ამგვარ პირთა საკმაო რაოდენობას აღენიშნება მსუბუქი, შეუცნობელი ინფექცია, მაგრამ პერიოდულად გამოყოფენ ვირუსს გენიტალურ ტრაქტში. გენიტალური ჰერპესის ინფექციის ტრანსმისია შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება იმ პირების მიერ, რომელთაც არ იციან, რომ ისინი ინფიცირებული არიან, ან ტრანსმისიის პერიოდში არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები.


HSV ინფექციის დიაგნოზი
გენტალური ჰერპესის კლინიკური დიაგნოზი არასპეციფიური და არამგრძნობიარეა. ბევრ ინფიცირებულ პირში სახეზე არ გვაქვს კლასიკური მტკივნეული მულტიფორმული ვეზიკულური, ან წყლულოვანი დაზიანებები. გენიტალური ჰერპესის პირველი ეპიზოდის დაახლოებით 50%მდე გამოწვეულია HSV-1ით, მაგრამ რეციდივები და ვირუსის სუბკლინიკური გამოყოფა გენიტალური HSV-1 ინფექციის შემთხვევაში გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე HSV-2 ინფექციის დროს. ამის გამო ის ფაქტი, თუ რომელი ვირუსითაა გამოწვეული გენიტალური ჰერპესი HSV-1ით თუ HSV-2ით, ზემოქმედებას ახდენს პროგნოზსა და კონსულტირებაზე. ამიტომ გენიტალური ჰერპესის კლინიკური დიაგნოზის დადასტურება უნდა მოხდეს ლაბორატორიული ტესტირებით. სგგდ-(ქესობრივი ზით ადამდები აავადებები)-ით დაავადებული, ან ამ დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტთა სამკურნალო დაწესებულებებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს HSV-ზე როგორც ვირუსოლოგიური, ისე ტიპოსპეციფიური სეროლოგიური ტესტები.


ვირუსოლოგიური ტესტები
HSV- გამოყოფა უჯრედულ კულტურაში წარმოადგენს უპირატეს ვირუსოლოგიურ ტესტს იმ პაციენტებისათვის, რომლებიც მიმართავენ სამედიცინო მომსახურებას გენიტალური წყლულების, ან სხვა კან-ლორწოვანის დაზიანებების გამო. მიუხედავად ამისა, კულტურალური გამოკვლევის მგრძნობელობა დაბალია, განსაკუთრებით, მორეციდივე წყლულების შემთხვევაში და სწრაფად მცირდება წყლულების რეგენერაციის დაწყებისთანავე. HSV დნმ-ზე PCR-კვლევა უფრო მგრძნობიარეა და გამოიყენება ვირუსული კულტურის მაგივრად; თუმცა, გენიტალური სეკრეტის გამოკვლევისათვის არ არსებობს FDA- მიერ დამტკიცებული PCR ტესტები.

PCR  წარმოადგენს არჩევის ტესტს თავ-ზურგტვინის სითხეში HSV-ვირუსის აღმოჩენისათვის ცენტრალური ნერვული სისტემის HSV ინფექციის დიაგნოზის დასადგენად. უნდა მოხდეს ვირუსული კულტურის შტამების ტიპირება იმის დასადგენად, რომელი ვირუსია ინფექციის მიზეზი HSV-1 თუ  HSV-2.

HSV- აღმოჩენის არარსებობა (კერძოდ, კულტურალური ან PCR) არ მიუთითებს ჰერპესული ინფექციის არარსებობაზე, რადგანაც ვირუსის გამოყოფა პერიოდულია.
HSV-ინფექციის მიერ გამოწვეული უჯრედული ცვლილებების ციტოლოგიური გამოკვლევა დიაგნოსტიკის არამგრძნობიარე და არასპეციფიური მეთოდია, როგორც გენიტალური წყლულების (.. ცანკის პრეპარატი), ისე ცერვიკალური Pap-ნაცხებისათვის და მათი ნდობა არ შეიძლება.


ტიპოსპეციფიური სეროლოგიური ტესტები
ინფიცირებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში HSV- წინააღმდეგ ვითარდება როგორც ტიპო-სპეციფიური, ისე ტიპო-არასპეციფიური ანტისხეულები და პერსისტირებენ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

აკურატული ტიპოსპეციფიური სეროლოგიური კვლევა HSV-ზე ემყარება HSV–სპეციფიურ გლიკოპროტეინ G2–სა (HSV-2) და გლიკოპროტეინ G1– (HSV-1) განსაზღვრას.

ამგვარი ანალიზები პირველად კომერციულ ქსელში გაჩნდა 1999 წელს, მაგრამ უფრო ძველი რეაქტივები, რომელთა საშუალებითაც არ არის შესაძლებელი HSV- 1 ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ზუსტი განსხვავება HSV-2 ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისაგან (მიუხედავად საწინააღმდეგოს მტკიცებისა), ჯერ კიდევ რჩება ბაზარზე. ამიტომ როდესაც ტარდება სეროლოგიური კვლევა, სპეციფიურად უნდა გამოვიყენოთ 

გლიკოპროტეინ G (gG)-ზე დაფუძნებული ლაბორატორიული კვლევა.
გლიკოპროტეინ G– განსაზღვრაზე დაფუძნებული ტიპოსპეციფიური რეაქცია მოიცავს HerpeSelect™-1 ენზიმურ ლაბორატორიულ ტესტს, იმუნოსორბენტულ ტესტს (ELISA), იმუნოგლობულინ G (IgG)– ან HerpeSelect™-2 ELISA IgG– და HerpeSelect™ 1 და 2 იმუნობლოტს IgG (Focus Technology, Inc., Herndon, Virginia), და HSV-2 ELISA– (Trinity Biotech USA, Berkeley Heights, New Jersey).
დარჩენილი ორი ტესტი: Biokit HSV-2 და SureVue HSV-2 (Biokit USA, Lexington, Massachusetts, and Fisher Scientific, Pittsburgh, Pennsylvania, respectively) წარმოადგენს ლაბორატორიულ ანალიზს, რომელიც გვიჩვენებს ანტისხეულებს HSV-2ის წინააღმდეგ კაპილარულ სისხლში ან შრატში კლინიკაში ვიზიტის პერიოდში.

გლიკოპროტეინ G ტიპოსპეციფიური ტესტების მგრძნობელობა HSV-2 საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად 80%-98%ის ფარგლებში მერყეობს და ცრუ უარყოფითი შედეგების სიხშირე შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს ინფექციის ადრეულ სტადიაზე. ამ ტესტების სპეციფიურობა ≥96%. ცრუ დადებითი შედეგები შესაძლებელია გამოვლინდეს განსაკუთრებით პაციენტებში HSV-ინფექციის დაბალი ალბათობით. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ნაჩვენები იყოს განმეორებითი ან დამადასტურებელი ტესტირების ჩატარება, განსაკუთრებით როდესაც საეჭვოა ჰერპესით ინფიცირება უახლოეს პერიოდში.

იმის გამო, რომ HSV-2 ინფექციის თითქმის ყველა შემთხვევა შეძენილია სქესობრივი გზით, ტიპოსპეციფიური HSV-2ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა გულისხმობს ანოგენიტალურ ინფექციას და უნდა ჩატარდეს გენიტალური ჰერპესის მქონე პირებისათვის შესაბამისი განათლება და კონსულტირება.

მხოლოდ HSV-1ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობის ინტერპრეტირება შედარებით რთულია. HSV-1ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მქონე პირთა უმრავლესობას აღენიშნებათ ბავშვობაში შეძენილი ორალური ინფექცია, რომელიც შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამის მიუხედავად როგორც ჩანს, გენიტალური HSV-1 ინფექციის სიხშირე იზრდება და ისიც ანალოგიურად უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს.

HSV-1 სეროპოზიტიურ პირებში სიმპტომების არარსებობისას შეუძლებელია ანოგენიტალური ინფექციის განსხვავება ორო-ლაბიალური ან კანის ინფექციისაგან.

HSV-1 ინფიცირებული პირები, ინფექციის შეჭრის ადგილის მიუხედავად, რჩებიან HSV-2ით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში.

ტიპოსპეციფიური HSV სეროლოგიური კვლევა შესაძლებელია სასარგებლო იყოს შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:
1) მორეციდივე გენიტალური სიმპტომები ან ატიპიური სიმპტომები HSV ნეგატიური კულტურის ფონზე;
2) გენიტალური ჰერპესის კლინიკური დიაგნოზი ლაბორატორიული დადასტურების გარეშე;
3) გენიტალური ჰერპესის მქონე სქესობრივი პარტნიორი.

ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, HSV-ზე სეროლოგიური ტესტირება უნდა ჩაირთოს სგგდ-ზე ყოვლისმომცველ შეფასებაში იმ პირებში, რომელთაც ყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები, აივ-ინფიცირებულებსა და აივ-ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჰომოსექსუალ მამაკაცებში.

HSV-1 ან HSV-2ზე სკრინინგი ზოგადად პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.


გენიტალური ერპესის მართვის პრინციპები
სიმპტომური პაციენტების უმრავლესობაში ანტივირუსული ქიმოთერაპია გამოხატულ კლინიკურ სარგებელს იძლევა და რჩება მართვის ძირითად ქვაკუთხედად.

კლინიკური მართვის პროცესში ინტეგრირებულია კონსულტირება გენიტალური ჰერპესის წარმოშობასთან დაკავშირებით, სქესობრივი და პერინატალური ტრანსმისიის საკითხებსა და იმ მეთოდებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტრანსმისიის შემცირება. სისტემურ ანტივირუსულ თერაპიას შეუძლია ნაწილობრივ აკონტროლოს ჰერპესული ეპიზოდების ნიშნები და სიმპტომები პირველი კლინიკური ეპიზოდის ან რეციდივის მკურნალობისას, ან დღიური სუპრესიული თერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ამ წამლებს არ შეუძლიათ არც ლატენტური ვირუსის ერადიკაცია და არც რეციდივების რისკზე, სიხშირეზე ან სიმძიმეზე ზემოქმდება წამლის შეწყვეტის შემდეგ.

რანდომიზებულმა კვლევებმა უჩვენა სამი ანტივირუსული მედიკამენტის ეფექტურობა გენიტალური ჰერპესის მკურნალობაში. ეს მედიკამენტებია: აციკლოვირი, ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი. ვალაციკლოვირი წარმოადგენს აციკლოვირის ვანილის ეთერის წარმოებულს და ორალური დანიშვნისას ახასიათებს გაძლიერებული შეწოვა. ფამციკლოვირს აგრეთვე მაღალი ორალური ბიოშეღწევადობა ახასიათებს.

ანტივირუსული მედიკამენტებით ტოპიკური თერაპია მინიმალური სარგებელით ხასიათდება და მათი გამოყენება გაურკვეველია.


გენიტალური ჰერპესის პირველი კლინიკური ეპიზოდი
ჰერპესის პირველი ეპიზოდის შემთხვევაში მრავალ პირს აღენიშნება მსუბუქი კლინიკური მანიფესტაცია, მაგრამ მოგვიანებით მძიმე ან გახანგრძლივებული სიმპტომები უვითარდებათ. ამის გამო პაციენტებს საწყისი გენიტალური ჰერპესით უნდა ჩაუტარდეთ ანტივირუსული თერაპია.


დადგენილი HSV-2 ინფექცია
პაციენტთა უმრავლესობას გენიტალური HSV-2 ინფექციის პირველი ეპიზოდის სიმპტომების შემდეგ უვითარდება გენიტალური დაზიანების მორეციდივე ეპიზოდები; რეციდივები უფრო იშვიათია საწყისი HSV-1 ინფექციის შემთხვევაში. ვირუსის პერიოდული ასიმპტომური გამოყოფა აღინიშნება იმ პირებში, რომლებიც ინფიცირებული არიან HSV-2ით, დიდი ხნის წინ გადატანილი ან კლინიკურად ჩუმი ინფექციის დროსაც კი.
მორეციდივე გენიტალური ჰერპესის ანტივირუსული თერაპია შეიძლება ჩატარდეს ეპიზოდურად დაზიანებების სიმძიმის შემსუბუქების ან ხანგრძლივობის შემცირების მიზნით, ან უწყვეტად სუპრესიული თერაპიის სახით რეციდივების სიხშირის შესამცირებლად. ანტივირუსული თერაპიის სარგებელი თვალსაჩინოა მრავალ პირში, მათ შორის, მსუბუქი ან იშვიათი რეციდივებით; ამიტომ აუცილებელია მკურნალობის ალტერნატივების განხილვა. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლებელია არჩიოს სუპრესიული თერაპია, რომელიც ხასიათდება დამატებითი უპირატესობით იმის გამო, რომ ამცირებს სავარაუდო პარტნიორზე გენიტალური HSV-2ის ტრანსმისიის რისკს.


სუპრესიული თერაპია
მორეციდივე გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში სუპრესიული თერაპია ამცირებს გენიტალური ჰერპესის რეციდივებს 70-80%-ით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ხშირი რეციდივები (კერძოდ, 6 რეციდივზე მეტი წელიწადში), ხოლო მრავალი პაციენტი ამ ფონზე აღნიშნავს უსიმპტომო გამწვავებას.

მკურნალობა ასევე ეფექტურია პაციენტებში უფრო იშვიათი რეციდივებით. მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ყოველდღიურ თერაპიას აციკლოვირით 6 წლის განმავლობაში, ხოლო ვალაციკლოვირითა და ფამციკლოვირით 1 წლის მანძილზე.

 სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება აშკარად უფრო თვალსაჩინოა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ხშირი რეციდივები და იტარებენ სუპრესიულ თერაპიას, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იტარებენ ეპიზოდურ მკურნალობას.

მორეციდივე გენიტალური ჰერპესის გამწვავებათა სიხშირე დროთა განმავლობაში ბევრ პაციენტში კლებულობს, ხოლო პაციენტის ფსიქოლოგიური შეგუება დაავადების მიმართ შეიძლება შეიცვალოს. ამის გამო სუპრესიული თერაპიის დროს, ექიმმა პერიოდულად (მაგ.: წელიწადში ერთხელ) პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება. ვალაციკლოვირით მკურნალობა ამცირებს HSV-2ის ტრანსმისიას დისკორდანტულ, ჰეტეროსექსუალურ წყვილებში, სადაც გადამდებ პარტნიორს აღენიშნება გენიტალური HSV-2 ინფექციის ანამნეზი.
ამგვარი წყვილები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ გააგრძელონ სუპრესიული ანტივირუსული თერაპია, როგორც ტრანსმისიის პრევენციის სტრატეგიის ნაწილი, დამატებით ავუხსნათ კონდომის რეგულარული გამოყენებისა და რეციდივების პერიოდში სქესობრივი აქტივობისაგან თავშეკავების აუცილებლობა.

სუპრესიული ანტივირუსული თერაპია სავარაუდოდ ამცირებს ტრანსმისიას იმ პირებში, რომელთაც მრავალრიცხოვანი სქესობრივი პარტნიორები ჰყავთ (მათ შორის, MSM) და მათშიც, ვინც HSV-2ზე სეროპოზოტიურია გენიტალური ჰერპესის ანამნეზის გარეშე.

იმ პაციენტებში, რომელთაც ძალიან ხშირი რეციდივები აღენიშნებათ (კეძოდ, ≥10 ეპიზოდზე წელიწადში), ვალაციკლოვირი 500 მგ დღეში ერთხელ შესაძლებელია ნაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე ვალაციკლოვირის დანიშვნის სხვა სქემა, ან აციკლოვირის სამკურნალო რეჟიმი.

რამდენიმე კვლევაში შედარებულია ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი 
აციკლოვირთან. ამ კვლევეთა შედეგებმა აჩვენა, რომ ვალაცილოვირისა და ფამციკლოვირის ზეგავლენა კლინიკურ გამოსავალზე ექვივალენტურია აციკლოვირისა.

ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია დანიშვნის მოხერხებულობისა და ღირებულების გათვალისწინებაც.


მორეციდივე გენიტალური ჰერპესის ეპიზოდური მკურნალობა
მორეციდივე ჰერპესის ეპიზოდური მკურნალობის წარმატებულობა დამოკიდებულია იმაზე, დაიწყო თუ არა თერაპია დაზიანების გაჩენიდან 1 დღის განმავლობაში, ან პროდრომულ პერიოდში, რომელიც წინ უძღვის ზოგიერთ გამწვავებას. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ მედიკამენტები, ან რეცეპტი ინსტრუქციით, რათა მათ მკურნალობა დაიწყონ სიმპტომების გაჩენისთანავე.


მძიმე  დაავადება
მძიმე HSV-ინფექციით დაავადებულ პირებს, ან იმ გართულებების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას (მაგ.: დისემინირებული ინფექციის, პნევმონიის, ან ჰეპატიტის დროს), ან ცნსთან დაკავშირებული გართულებების შემთხვევაში (მაგ.: მენინიგიტი, ან ენცეფალიტი) უნდა ჩატარდეს ინტრავენური თერაპია აციკლოვირით. რეკომენდებულია აციკლოვირი 5–10მგ/კგ ინტრავენურად 8 საათში ერთხელ 2-7 დღის განმავლობაში ან კლინიკურ გაუმჯობესებამდე, რასაც თან უნდა სდევდეს ორალური ანტივირუსული თერაპია, მთლიანობაში სულ მცირე, 10 დღიანი ხანგრძლივობით.


კონსულტირება
გენიტალური ჰერპესის მართვაში პაციენტისა და მისი სქესობრივი პარტნიორების კონსულტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კონსულტირების მიზნებია:
1) დაეხმაროს პაციენტს ინფექციასთან გამკლავებაში;
2) თავიდან აიცილოს სქესობრივი და პერინატალური ტრანსმისია.

მიუხედავად იმისა, რომ საწყისი კონსულტირება შესაძლებელია ჩატარდეს პირველი ვიზიტის დროს, ბევრი პაციენტისათვის სასარგებლოა დაავადების ქრონიკული ასპექტების შესახებ ინფორმაციის მიღება მას შემდეგ, რაც მწვავე ინფექცია ქრება

პაციენტების, მათი პარტნიორებისა და კლნიცისტების დასახმარებლად კონსულტირებაში არსებობს მრავალრიცხოვანი რესურსები, მათ შორის ინტერნეტსაიტები (http://www.ashastd.org და http://www.ihmf.org) და ბეჭდვითი მასალები.

HSV-ინფიცირებულ პირებს გენიტალურ ჰერპესთან დაკავშირებით შესაძლებელია აღენიშნებოდეთ შფოთვა, რომელიც მათი დაავადების სიმძიმის არაადევატურია

HSV ინფექციის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხშირად მნიშვნელოვანია. პაციენტისათვის საინტერესო გავრცელებული კითხვები გენიტალურ ჰერპესთან დაკავშირებით ეხება საწყისი კლინიკური მანიფესტაციის სიმძიმეს, რეციდივების ეპიზოდებს, სქესობრივ ურთიერთობებს, სქესობრივ პარტნიორებზე ინფექციის ტრანსმისიასა და ჯანმრთელი ბავშვების გაჩენის შესაძლებლობას.

არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ HSV-ინფექცია იწვევს კიბოს, უნდა გაიფანტოს. როგორც ჩანს, HSV-2 ინფექციის სეროლოგიური დიაგნოზის ფსიქოლოგიური ეფექტი იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ასიმპტომური ან შეუცნობელი გენიტალური ჰერპესი, უმნიშვნელო და გარდამავალია.

HSV–ინფექციით დაავადებული პაციენტების მიმართ მისაღებია შემდეგი რეკომენდაციები:
გენიტალური ჰერპესით დაავადებულ პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია დაავადების ბუნების შესახებ, პოტენციური რეციდივების, ვირუსის ასიმპტომური გამოყოფისა და სქესობრივი ტრანსმისიის არსებული რისკების ხაზგასმით.
გენიტალური ჰერპესის პირველი ეპიზოდის დროს პაციენტს უნდა განემარტოს, რომ შესაძლებელია სუპრესიული თერაპიის ჩატარება, რომელიც ეფექტურია რეციდივების სიმპტომური ეპიზოდების პრევენციის თვალსაზრისით და რომ ეპიზოდური თერაპია ზოგჯერ სასარგებლოა მორეციდივე ეპიზოდების ხანგრძლივობის შესამცირებლად.
გენიტალური HSV-ინფექციით შეპყრობილი ყველა პირი უნდა დარწმუნდეს საკუთარისქესობრივი პარტნიორების შეტყობინების მნიშვნელობაში და აგრეთვე მომავალი პარტნიორების დარწმუნების აუცილებლობაში სქესობრივი ურთიერთობების დაწყებამდე.
HSV-ინფექციის სქესობრივი ტრანსმისია შესაძლებელია მოხდეს ასიმპტომური პერიოდის დროსაც. ვირუსის ასიმპტომური გამოყოფა უფრო ხშირია HSV–2 გენიტალური ინფექციის შემთხვევაში HSV–1თან შედარებით და განსაკუთრებით HSV–2 ინფიცირებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში
გენიტალური ჰერპესით დაავადებულმა ყველა პირმა თავი უნდა შეიკავოს არაინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტისაგან წყლულების ან პროდრომული სიმპტომების არსებობის პერიოდში.
HSV-2 ინფექციის ტრანსმისიის რისკის შემცირება შესაძლებელია ვალაციკლოვირის  ყოველდღიური გამოყენებით ინფიცირებული პირის მიერ.
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატექსის კონდომების რეგულარულმა და სწორმა  გამოყენებამ შესაძლოა შემაცირონ გენიტალური ჰერპესის ტრანსმისიის რისკი
ინფიცირებული პირის პარტნიორებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, მათ შესაძლოა აღენიშნებოდეთ ინფექცია. გენიტალური ჰერპესით დაავადებული პირების ასიმპტომურ პასრტნიორთა გამოსაკვლევად რეკომენდებულია ტიპო-სპეციფიური სეროლოგიური გამოკვლევა, რათა განისაზღვროს, არსებობს თუ არა HSV –ინფექციის შეძენის რისკი.
ნეონატალური HSV-ინფექციის რისკი უნდა განემარტოს ყველას, მათ შორის მამაკაცებსაც. ორსულმა ქალებმა და შვილოსნობის ასაკის ქალებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარ პროვაიდერებს, რომლებიც აწარმოებენ მეთვალყურეობას ორსულობის განმავლობაში ან იმათ, ვინც მომავალში გაუწევს სამედიცინო მომსახურებას მათ ახალშობილებს. იმ ქალებს, რომლებიც არ არიან ინფიცირებული HSV-2ით, უნდა განემარტოთ თავი აარიდონ სქესობროვ კონტაქტს მესამე ტრიმესტრის განმავლობაში მამაკაცებთან, რომელთაც აღენიშნებათ გენიტალური ჰერპესი. ანალოგიურად, ქალებს, რომლებიც არ არიან ინფიცირებული HSV-1ით, კონსულტირება უნდა ჩაუტარდეთ HSV- 1ის გენიტალური ექსპოზიციისათვის თავის არიდებაზე მესამე ტრიმესტრის განმავლობაში (მაგ.: ორალური სექსი პარტნიორთან, რომელიც დაავადებულია ორალური ჰერპესით და ვაგინალური სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, რომელსაც აღენიშნება გენიტალური HSV-1 ინფექცია). 
ასიმპტომურმა პაციენტებმა, რომელთაც HSV-2 ინფექციის დიაგნოზი დაუდგინდათ ტიპოსპეციფიური სეროლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, კონსულტირებისას უნდა მიიღონ ისეთივე ინფორმაცია, როგორც სიმპტომური ინფექციის მქონე პირებმა. გარდა ამისა, ამგვარ პირებს უნდა განემარტოთ გენიტალური ჰერპესის კლინიკური მანიფესტაციის თავისებურებები
ყველა პირი, რომელთაც დაუდგინდათ გენიტალური ჰერპესის დიაგნოზი, საწყისი შეფასებისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან.  

სქესობრივი პარტნიორების მართვა
გენიტალური ჰერპესით დაავადებული პაციენტების სქესობრივი პარტნიორებისთვის შესაძლებელია სასარგებლო იყოს შეფასება და კონსულტირება.

რეკომენდაცია: სიმპტომური პარტნიორები უნდა შეფასდნენ და ჩაუტარდეთ ისეთივე მკურნალობა, როგორც გენიტალური დაზიანებების მქონე პაციენტებს. გენიტალური ჰერპესით დაავადებული პაციენტების ასიმპტომურ სქესობრივ პარტნიორებს უნდა დაესვათ კითხვები გენიტალური დაზიანებების ანამნეზის შესახებ და ერჩიოთ HSV-ინფექციაზე სეროლოგიური ტიპო- სპეციფიური გამოკვლევა.  

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. Great Dr. imoloa herbal medicine is the perfect cure for the HIV virus, I was diagnosed of HIV for 8 years, and every day I always looking for research to find the perfect way to get rid of this terrible disease because I always know that what we need because our health is on earth . So, on my internet search I saw several testimonies about how Dr. imoloa can cure HIV with powerful herbal medicines. I decided to contact this man, I contacted him for herbal medicines that I received via DHL courier service. And he guided me how. I asked him for a solution to take herbal medicine for two weeks. And then he instructed me to go check what I was doing. Look at me (HIV NEGATIVE). Thank God for Dr. Imoloa for using a powerful herbal remedy to cure me. he also has a cure for diseases such as Parkison's disease, vaginal cancer, epilepsy, anxiety disorders, autoimmune diseases, back pain, sprains, bipolar disorder, brain tumors, malignant, bruxism, bulimia, cervical disc disease, cardiovascular disease, cardiovascular disease, sprains, bipolar disorder, brain tumors, malignant, bruxism, bulimia, cervical disc disease, cardiovascular disease, cardiovascular disease, sprains, bipolar disorder, brain tumors, malignant, bruxism, bulimia, cervical disc disease, cardiovascular disease , chronic respiratory diseases, mental and behavioral disorders, Cystic Fibrosis, Hypertension, Diabetes, asthma, autoimmune mediated arthritis. Chronic kidney disease, arthritis, back pain, impotence, feta alcohol spectrum, Dysthymic Disorders, Eczema, skin cancer, tuberculosis, Chronic Fatigue Syndrome, constipation, inflammatory bowel disease, bone cancer, lung cancer, mouth sores, oral cancer, body pain, fever, hepatitis ABC, syphilis, diarrhea, Huntington's disease, back acne, chronic kidney failure, Addison's disease, Chronic Disease, Crohn's Disease, Cystic Fibrosis, Fibromyalgia, Inflammatory Bowel Disease, Fungal Nail Disease, Paralysis, Celia Disease , Lymphoma, Major Depression, Malignant Melanoma, Mania, Melorheostosis, Meniere's Disease, Mucopolysaccharidosis, Multiple Sclerosis, Muscle Dystrophy, Rheumatoid Arthritis, Alzheimer's Disease email- drimolaherbalmademedicine@gmail.com / or {whatssapp .....+2347081986098}

    ReplyDelete