Tuesday, December 24, 2013

Herpesviridae - ჰერპესვირუსები (მოკლე მიმოხილვა)





ჰერპესვირუსების ოჯახსი აერთიანებს სამ გვარს. ესენია: Alphaherpesvirinae, Betaherpesvirinae, და Gammaherpesvirinae

Herpesviridae–ს ოჯახის ყველა წარმომადგენელისთვის დამახასიათებელია გამოხატული იმუნოსუპრესიული მოქმედება, იმუნიტეტის უჯრედული და ჰუმორული რეაქციების დათრგუნვა

ჰერპესის ვირუსი ჰირობით–პათოგენური აგენტია, ის ორგანიზმში პერმანენტულად არსებობს. ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ნეიროტროპულობით.

ჰერპესვირუსებს აქვთ სფერული ფორმა. მათი დიამეტრია 120–210-ნმ. 

აქვთ გარეთა გარსი, რომელშიც ლოკალიზებულია გლიკოპროტეინები – ტიპურ სპეციფიკური ანტიგენები.


აქვთ 2–ჯაჭვიანი ხაზოვანი დნმ.

ჰერპესის ვირუსი ნაკლებადმდგრადია ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებისადმი. ისინი მალე იღუპებიან ორგანული გამხსნელების, დეტერგენტების და პროტეოლიზური ფერმენტების ზემოქმედების შედეგად. 50–520C-ზე ვირუსის ინაქტივაცია ხდება 30 წუთის შემდეგ. ვირუსზე დამღუპველად მოქმედებს ულტრაბგერა, UV-სხვივების ზემოქმედება. 



ჰერპესვირუსი მგრძნობიარე უჯრედში იჭრება რეცეპტორული ენდოციტოზის გზით. ამ დროს ის კარგავს გარეთა გარსს. გამოთავისუფლებული ნუკლეოკაფსიდი ტრანსპორტირდება უჯრედის ბირთვში, სადაც ხდება მისი დეპროტეინიზაცია. ვირუსის ფორმირება სრულდება გამოკვირტვის პროცესით


პერპესვირუსებით გამოწვეული ყველა ინფექციის პათოგენეზში საერთოა მათი ხანგრძლივი პერსისტირება ორგანიზმში. ეს კი ინფექციის ქრონიკული და ლატენტური ფორმების განვითარების მიზეზი ხდება. პერპესვირუსი შესაძლოა არსებობდეს უჯრედის გენომში ინტეგრირებული პროვირუსის სახითაც.


ჰერპესვირუსებს არ შეუძიათ ორგანიზმში შეჭრა დაუზიანებელი კანის საფარველიდან, რაც განპირობებულია გარქოვანებული ეპითელიუმის უჯრედებზე სპეციფიკური რეცეპტორების არსებობით. 


No comments:

Post a Comment