Tuesday, December 24, 2013

Adenoviridae - ადენოვირუსები (მოკლე მიმოხილვა)





ადენოვირუსების ოჯახი აერთიანებს ორ გვარს. ესენია: Mastadenovirus (ძუძუმწოვრების ვირუსები)  და Aviadenovirus (ფრინველთა ვირუსები). 




ადენოვირუსები სფერული ფორმის ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრია  70–90-ნმ. 

აქვთ იკოსაედრული ტიპის (სიმეტრიის კუბური ფორმა) ნუკლეოკაფსიდი. 

არ აქვთ გარეათა გარსი. 

აქვთ 2–ჯაჭვიანი ხაზოვანი დნმ, და მასთან კოვალენტურად დაკავშრებული შინაგანი ცილა

თითოელ ვირიონს აქვს არანაკლენ 7 ანტიგენური დეტერმინანტა.   


ადენოვირუსები ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებისადმი შედარებით მაღალი მდგრადობით  ხასიათდებიან. გარემოში ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ინფექციურობას, განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურის პირობებში. სამაგიეროდ 560C–ზე მაღალი ტემპერატურის და UV-დასხივების პირობებში ადენოვირუსები სულ რამდენიმე წუთში ინაქტივირდებიან. 



კაფსიდის შემადგენლობაში შედის ტიპურ–სპეციფიკური ანტიგენებიმაჰემაგლუტინებელი თვისებების მქონე გლიკოპროტეინული ძაფები. ადენოვირუსები სწორედ მათი საშუალებით ადსორბირდებიან მასპინძელ უჯრედზე. უჯრედში შეჭრილი ვირიონების დეპროტეინიზაცია იწყება ციტოპლაზმაში და მთავრდება ბირთვში. ვირუსი იყენებს უჯრედულ ფერმენტებს. თავდაპირველად სინთეზდება ვირუს–სპეციფიკური ფერმენტების მაკოდირებელი რნმ–ები; ხოლო შემდეგ კაფსიდური ცილების და ჯაჭვების სინთეზზე ინფორმაციის მატარებელი რნმ–ები.
ვირუსის ნაწილაკების აწყობა ხდება ბირთვში, სადაც წარმოიქმნება კრისტალისმაგვარი ჩანართები. ყოველ უჯრედში სინთეზდება რამდენიმე ასეული ვირუსული ნაწილაკი. ადენოვირუსები უჯრედშორის სივრცეში გამოდიან მასპინძელი უჯრედის ლიზისის შემთხვევაში. 



ადამიანის ორგანიზმში ადენოვირუსების პირველადი რეპროდუქცია მიმდინარეობს სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში. ასევე კონიუნქტივაში და ლიმფოიდურ ქსოვილში (ნუშრები, მეზენქიმური ლიმფური კვანძები). 

სისხლში ცირკულაციისას, ადენოვირუსები აზიანებენ სისხლძარღვთა ენდოთელიუმს, რაც იწვევს ლორწოვანი გარსების ექსუდაციურ ანთებას, ფიბრინოზური აპკების წარმოქმნას და ნეკროზს. 

ადენოვირუსებს შეუძლიათ გადალახონ პლაცენტური ბარიერი და გამოიწვიონ ჩანასახის განვითარების ანომალიები. 

ადენოვირუსები იწვევენ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს – ფარინგიტებს, ლარინგიტებს, ტრაქეობრონქიტებს. ადენოვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ნუშურების, ადენოიდების, კონიუნქტივის ლორწოვანი გარსების და ლიმფოიდური ქსოვილის ერთობლივი დაზიანება. 

ნაწლავური ადენოვირუსები ბავშვებში იწვევენ გასტროენტერიტის აფეთქებებს, აპენდიციტს. 

ინფექციის წყაროა მწვავე, ან ლატენტური ადენოვირუსული ინფექციით შეპყრობილი ადამიანი. ვირუსი გადაეცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით. ნაწლავური ადენოვირუსები გამოიყოფა ფეკალიებით და ვრცელდება ფეკალურ–ორალური გზით. 

მკურნალობა: ადენოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და ადრეული მკურნალობისთვის იყენებენ ლეიკოციტულ ინტერფერონს, აგრეთვე ფერმენტ დეზოქსირიბონუკლეაზას.





No comments:

Post a Comment