Wednesday, October 16, 2013

გულმკერდის ჩონჩხი (OSSA THORACIS)



გულმკერდის ჩონჩხი, ანუ გულმკერდის ღრუს ძვლოვანი კედელი იქმნება:
  1. გულმკერდის 12 მალის
  2. 12 წყვილი ნეკნის და
  3. მკერდის ძვლის გაერთიანებით
გულმკერდის ღრუ კისერთან დაკავშირებულია გულმკერდის ზედა შესავალით (apertura thoracis superior). გულმკერდის ზედა შესავალი მოსაზღვრულია: 1. მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევით, 2. პირველი ნეკნებით და 3. გულმკერდის პირველი მალის სხეულით.
გულმკერდის ზედა შესავალში, გვერდებზე, მარჯვენა და მარცხენა პლევრის გუმბათებია. პლევრის გუმბათებს შორის კი სასულე, საყლაპავი, სისხლძარღვები და ნერვები გაივლის.



გულმკერდის ქვედა შესავალი  (apertura thoracis inferior) დახშობილია შუასაძგიდით, ანუ დიაფრაგმით (diaphragma).  გულმკერდის ქვედა შესავალი შემოსაზღვრულია ნეკნთა რკალი, XII მალა და მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩი.






No comments:

Post a Comment