Monday, October 14, 2013

გულმკერდის საორიენტაციო ხაზები




გულმკერდის წინა ზედაპირი
  1. წინა შუა ხაზი (linea mediana anterior)
    – გაივლის მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევიდან მკერდის ძვლის ცენტრში 
  2. სტერნული ხაზი (linea sternalis)
    – ანუ მკერდის ხაზი. გაივლის მკერდის ძვლის კიდეზე
  3. მედიოკლავიკულური ხაზი (linea medioclavicularis)
    – ანუ ლავიწშუა ხაზი. ის ლავიწის შუა წერტილიდან ეშვება ქვემოთ და გაივლის ძუძუს დვრილზე, რის გამოც მას დვრილის ხაზსაც უწოდებენ. 
  4. პარასტერნული ხაზი (linea parasternalis)
    – გაივლის სტერნული და მედიოკლავიკულური ხაზების შუაში. 

გულმკერდის გვერდითი ზედაპირი
  1. იღლიის წინა ხაზი (linea axillaris anterior)
    – გაივლსი იღლიის ფოსოს წინა კიდეზე
  2. იღლიის უკანა ხაზი (linea axillaris posterior)
    – გაივლის იღლიის ფოსოს უკანა კიდეზე
  3. იღლიის შუა ხაზი (linea axillaris media)
    – გაივლის იღლიის წინა და იღლიის უკანა ხაზებს შორის

გულმკერდის უკანა ზედაპირი

  1. ბეჭის ხაზი (linea scapularis)
    – გაივლის ბეჭის ქვედა კუთხეზე.
  2. ვერტებრული ხაზი (linea vertebralis)
    – ანუ ხერხემლის ხაზი. გაივლის გულმკერდის მალების განივ მორჩებზე.
  3. პარავერტებრული ხაზი (linea paravertebralis)
    – გაივლის ბეჭისა და ვერტებრულ ხაზებს შორის.
  4. უკანა შუა ხაზი (linea mediana posterior)
    – გაივლის გულმკერდის მალების წვეტიან მორჩებზე.




No comments:

Post a Comment