Monday, October 14, 2013

აზოტის ოქსიდის როლი პათოლოგიაში (თერაპიული და ტოქსიკური ეფექტი)

NO თავისუფალრადიკალური აირია. ის სინთეზდება L-არგინინისგან, ფერმენტ NOS-ს საშუალებით. აცეტილქოლინის ვაზოდილატაციური ეფექტი დაკავშირებულია სისხლძარღვთა კედლის ენდოთელიუმის მიერ რელაქსაციური ფაქტორის გამოყოფასთან, რომელიც იწვევს კედლის გლუვი კუნთების მოდუნებას. დადგინდა, რომ ეს რელაქსაციური ფაქტრი აზოტის ოქსიდია (NO)NO წარმოიქმნეა არა მარტო ენდოთელური, არამედ მრავალი სხვა უჯრედის მიერ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. NO-ს მოქმედება ლოკალურია, რადგან მისი ''სიცოცხლე'' ძალიან ხანმოკლეა (5წამამდე) NO-მ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დადებითი (თერაპიული), ისე უარყოფითი (ტოქსიკური) ეფექტი. 
თერაპიული ეფექტი. NO ააქტივებს გუანიდინციკლაზას. კინაზური სისტემის ჩართვა განაპირობებს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის კონცენტრაციის მომატებას და შედეგად სისხლძარღვის გაფართოებას. ასევე NO არეგულირებს Ca-ის უჯრედშიგა კონცენტრაციას ხსნადი გუანილატციკლაზას გააქტივების გზით და ასრულებს მეორადი მესენჯერის როლს.

ტოქსიკური ეფექტი. NO-მ შესაძლოა გამოავლინოს მძლავრი პროოქსიდაციური მოქმედება. ასევე სუპეროქსიდრადიკალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნის პეროქსინიტრიტს

No comments:

Post a Comment