Wednesday, October 16, 2013

გულმკერდის მიდამოს საორიენტაციო წერტილები



ორიენტირები
○ გულმკერდის წინა კედელზე ხელით ისინჯება:
  1. ლავიწი
  2. I ნეკნის ბოლო
  3. მკერდის კუთხე (angulus sterni) და მასთან დაკავშირებული II ნეკნი.
    – მკერდის კუთხეს ლუდოვიკოს კუთხესაც უწოდებენ. მკერდის კუთხე მდებარეობს IV-V მალთაშუა ხრტილის დონეზე. ნეკნების დათვლა იწყება II ნეკნიდან, რადგან ის ყოველთვის კარგადაა გამოხატული.
  4. მკერდის ძვლის წინა ზედაპირი
  5. მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევი (incisura jugularis) 
    – მდებარეობს გულმკერდის II მალის დონეზე.



  6. მახვილისებრი მორჩი (processus xiphoideus)
    – მდებარეობს გულმკერდის  X მალის დონეზე.
  7. მახვილისებრი მორჩის მწვერვალი
    – მდებარეობს გულმკერდის  XI მალის დონეზე.
  8. ნეკნთა რკალი
    – იქმნება VII-X ნეკნთა ხრტილებით
  9. მკერდის დიდი კუნთი
  10. ძუძუს დვრილი
    – მამაკაცებში ის მნიშვნელოვანი ორიენტირია და მდებარეობს IV ნეკნთაშუა სივრცის დონეზე. ქალებში კი მისი მდებარეობა ძალზედ ცვალებადია, რის გამოც საორიენტაციოდ ვერ გამოვიყენებთ. 
  11. გულის ძგერა ისმინება: მარცხენა ლავიწის შუა წერტილიდან დაშვებულ ვერტიკალურ ხაზზე, V ნეკნთაშუა სივრცეში.

○ გულმკერდის გვერდითა კედელზე ხელით ისინჯება:
  1. III-X ნეკნები
  2. ჟერდის ხაზი
    – ჟერდის ხაზი, წარმოადგენს ტეხილ ხაზს, რომელიც იქმნება გულმკერდის წინა დაკბილული კუნთისა და მუცლის გარეთა ირიბი კუნთის დასაწყისთა ურთიერთობით. ჟერდის ხაზი კარგად შეიმჩნევა კუნთოვანი სისტემის კარგი განვითარების შემთხვევაში.
○ გულმკერდის უკანა კედელზე ხელით ისინჯება:
  1. ნეკნები
    – ნეკნები შეგვიძლია გავსინჯოთ ბეჭის ძვლის ქვემოთ და მედიალურად.
  2. ბეჭის ძვლის კუთხეები
  3. ბეჭის ძვლის მედიალური და ლატერალური კიდეები
    – ბეჭის ძვალი მდებარეობს II ნეკნის ზედა კიდიდან –  VII ნეკნის ზედა კიდემდე
  4. მალების წვეტიანი და განივი მორჩები

No comments:

Post a Comment