სუნთქვის სიხშირე არის სუნთქვის სრული ციკლის (ერთი ჩასუნთქვა და ერთი ამოსუნთქვა) რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ახორციელებს 1 წუთის განმავლობაში. მოზრდილი ადამიანის სუნთქვის სიხშირე ნორმაში არის 12-20 სუნთქვითი მოძრაობა წუთში.
პროცედურის თანმიმდევრობა:
1. დაიბანეთ ხელი (იხ.პროტოკოლი „ხელის დაბანა
ჩვეულებრივი წესით“)
2. მოამზადეთ საჭირო აღჭურვილობა: წამზომიანი საათი,
საწერი კალამი და შესაბამისი დოკუმენტაცია მონაცემის
დასაფიქსირებლად
3. შეეცადეთ დაიცვათ პაციენტის პრივატულობა, მაგალითად: დახურეთ პალატის
კარები ან ჩამოაფარეთ ფარდა, შირმა
4. თუ შესაძლებელია, პაციენტს შეურჩიეთ მისთვის
კომფორტული პოზიცია მჯდომარე, ან ზურგზე მწოლიარე, საწოლის თავი წამოსწიეთ 45 ან
60°-ით
5. თუ
პაციენტმა შეიტყო, რომ სუნთქვის სიხშირის დათვლას აპირებთ, უნებურად შეიძლება
შეცვალოს მისი სიხშირე და სიღრმე, ამიტომ გადაიტანეთ მისი ყურადღება: ამისათვის - პაციენტს მოკიდეთ ხელი მაჯაზე, მოათავსეთ
ეპიგასტრიუმის მიდამოში და მოემზადეთ ვითომ პულსის დასათვლელად
* შეგიძლიათ ასეთ პოზიციაში ჯერ
დათვალოთ პულსი და შემდეგ სუნთქვის სიხშირე
6. დააკვირდით მუცლის / გულმკერდის მოძრაობას; ერთ
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შეადგენს სუნთქვის ერთ ციკლს
7. გამოიყენეთ წამზომიანი საათი. დაითვალეთ სუნთქვის
სიხშირე 1 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუნთქვა
არარეგულარულია
* რეგულარული
სუნთქვის რითმის შემთხვევაში შესაძლებელია დაითვალოთ 30 წამის განმავლობაში და
მიღებული მონაცემი გაამრავლოთ 2-ზე
8. შეავსეთ დოკუმენტაცია - დააფიქსირეთ მიღებული
მაჩვენებელი და მოაწერეთ ხელი
* მონაცემთა დოკუმენტირება იძლევა პაციენტის სუნქთვის
სიხშირის თანმიმდევრული შეფასებისა და მონიტორინგის საშუალებას
* ხელის
მოწერა პროფესიული პასუხისმგებლობაა
დაიბანეთ
ხელი (იხ. პროტოკოლი „ხელის დაბანა ჩვეულებრივი წესით“)
No comments:
Post a Comment