თანდაყოლილი დეფექტი – არის ანომალია, რომელიც დაბადებიდანვე გამოხატულია
ორგანოების
ან სხვა სტრუქტურების განვითარების დეფექტის სახით.
ან სხვა სტრუქტურების განვითარების დეფექტის სახით.
ახალშობილების სიკვდილიანობის
მიზეზთა ნახევარზე მეტი, სწორედ თანდაყოლილი ანომალიაა.
დისმორფოლოგია – სწავლება თანდაყოლილი დარღვევების შესახებ. დისმორფოლოგები თანდაყოლილ დარღვევებს
3 ძირიტად კატეგორიად ყოფენ. ესენია:
1) მანკები (სიმახინჯეები)
2) დეფორმაციები
3) დესტრუქციბი
განვიხილოთ თითოეული
მათგანი
მანკები – მანკების გამომწვევი მიზეზებია ქრომოსომული დისბალანსი
და ერთეული გენების მუტაციები, რომლებიც ემბრიონის განვითარების პროცესში ვითარდება.
მაგ: გრეგის ცეფალოპოლისინდაქტილია ერთ–ერთი
მანკია, რომელიც დამატებითი თითების არსებობით
ხასიათდება.
ზოგიერთი მანკი მემკვიდრეობით გადადის აუტოსომურ–დომინანტური ფორმით. მაგ: აქონდროპლაზია, ანუ ვაარდენბურგის სინდრომი.
დეფორმაციები – გამოიწვევა გარეგანი ფაქტორების მოქმედებით, რაც განვითარების პერიოდში ფიზიკურად აისახება ნაყოფზე. დაბადებისას გამოვლენილ დეფორმაციატა უმეტესობა შესაძლებელია თავისთავადაც გასწორდეს; ზოგჯერ კი ბავშვს მკურნალობენ გარეგანი საფიქსაციო დანადგარებით და სხვა.
დესტრუქციბი – გამოიწვევა ნაყოფის ამა თუ იმ ნორმალური ქსოვილის დაშლით. დესტრუქციების მკურნალობა რთულია, რადგან ისინი, ნორმალური ქსოვილის ფაქტობრივ დაკარგვასთანაა დაკავშირებული. დესტრუქციები შეიძლება გამოიწვიოს:
- სისხლძარღვოვანმა უკმარისობამ
- ტრამვამ
- ტერატოგენებმა
მაგ: ამნიონის დესტრუქცია ამ ტიპის დარღვევას მიეკუთვნება. ამ დროს ხდება ნაყოფის კიდურის ნაწილობრივი ამპუტაცია.
No comments:
Post a Comment