გენი – გენი წარმოადგენს დ.ნ.მ.–ის მოლეკულის სეგმენტს, რომელიც აკოდირებს გარკვეული ტიპის ფუნქციურ ერთეულს. ეს შეიძლება იყოს პოლიპეპტიდი, ან რ.ნ.მ.–ი.
გენომი – გენთა ერთობლიობა ქრომოომათა ჰაპლოიდურ ნაკრებში;
გენოტიპი – ფენოტიპური გამოვლენის მქონე გენთა ერთობლიობა ან გენთა ის
რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს ნიშნის ფენოტიპურ გამოვლენას.
ფენოტიპი – ორგანიზმის გამოვლენილ ნიშნათა ერთობლიობა (გამოვლენილი გენები).
კილობასი – 1000 ნუკლეოტიდური წყვილი, დნმ-ს საზომი ერთეული.
მონოგენური მემკვიდრეობა –
ერთი გენით განსაზღვრული ნიშანთვისება.
ალელი – გენის ალტერნატიული ვარიანტი; მსგავსი
გენის ასლი.
ლოკუსი – ქრომოსომაში გენის მდებარეობის ადგილი.
ველური ალელი –
ნორმალური ალელი, რომელიც გავრცელებულია ინდივიდთა დიდ უმრავლესობაში.
მუტანტური ალელი –
ხასიათდება მუტაციით.
ჰაპლოტიპი – ლოკუსში ალელების ერთობლიობა;
პოლიმორფიზმი –
(მრავალფორმიანობა) არსებობს ერთი და იმავე ნიშანთვისების სხვადასხვა ვარიანტი.
მაგ: თვალის ფერი შეიძლება იყოს: ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წაბლისფერი ისრიმისფერი და ა.შ. ანუ თვალის შეფერილობის განმსაზღვრელი გენი ამჟღავნებს პოლიმორფიზმს. ფრჩხილის შეფერილობა კი თითქმის ყველა ჯანმრთელ ადამიანს მოვარდისფრო აქვს. ანუ, ფრჩხილის შეფერილობის განმსაზღვრელი გენი არ ამჟღავნებს პოლიმორფიზმს.
ჰომოზიგოტი – ინდივიდი ან გენომი, რომე–ლშიც ალელთა წყვილი იდენტურია.
ჰეტეროზიგოტი – ინდივიდი ან გონომი, რომელშიც ალელები განსხვავებულია.
კომპაუნდი ჰეტეროზიგოტა –
ისეთი გენომი, რომელიც სხვადასხვა ლოკუსში ლოკალიზებულ ორ მუტანტურ ალელს შეიცავს.
ჰემიზიგოტი – ეს
ტერმინი განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. კერძოდ, როდესაც მამაკაცს აქვს X ქრომოსომაში ლოკალიზებული გენის ანომალიური ალელი და არ არსებობს ამ გენის სხვა, ნორმალური ასლი, ის არც ჰომოზიგოტური იქნება და არც ჰეტეროზიგოტური, არამედ
ჰემიზიგოტური.
გენომიკა –
არის დისციპლინა რომელიც სწავლობს გენომს
– სახეობის გენეტიკური ინფორმაციის შეჯამებულ სახეს.
პროტეომიკა
– სწავლობს ცილების აგებულებასა და ფუნქციებს.
გენეტიკური დაავადება
– დეტერმინირებულია გენებით. ის შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდის სიცოცხლის
სხვადასხვა ეტაპზე. (ჩანასახის სტადიიდან –პოსტრეპროდუქციულ ასაკამდე).
თანდაყოლილი დაავადება
– მჟღავნდება დაბადებისთანავე და მას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს გენეტიკური
საფუძველი. ტერმინები ‘’გენეტიკური’’ და ‘’თანდაყოლილი’’ ერთმანეთში არ უნდა
აგვერიოს.
პენეტრანტობა
– ამა თუ იმ გენის ფენოტიპურად გამოვლენის
ხარისხის ალბათობა .
გენის დაქვეითებული პენეტრანტობა – თუ ნიშნის გამოვლენის სიხშირე 100%–ზე ნაკლებია.
გენის დაქვეითებული პენეტრანტობა – თუ ნიშნის გამოვლენის სიხშირე 100%–ზე ნაკლებია.
ექსპრესიულობა
– ფენოტიპური ნიშნის გამოვლენის ხარისხი.
ვარიაბელური ექსპრესიულობა
– თუ ერთი და იგივე გენოტიპის მქონე ადამიანები ფენოტიპურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან,
ამბობენ, რომ ფენოტიპს ვარიაბელური ექსპრესიულობა აქვს. ნებისმიერი გენეტიკური ნიშნის
გამოვლენა, შესაძლოა, ერთი სანათესაოს შიგნითაც კი განსხვავებული იყოს.
No comments:
Post a Comment