გულმკერდის ჩონჩხი, ანუ გულმკერდის ღრუს ძვლოვანი კედელი იქმნება:
- გულმკერდის 12 მალის
- 12 წყვილი ნეკნის და
- მკერდის ძვლის გაერთიანებით
გულმკერდის ზედა შესავალში, გვერდებზე, მარჯვენა და მარცხენა პლევრის გუმბათებია. პლევრის გუმბათებს შორის კი სასულე, საყლაპავი, სისხლძარღვები და ნერვები გაივლის.
გულმკერდის ქვედა შესავალი (apertura thoracis inferior) დახშობილია შუასაძგიდით, ანუ დიაფრაგმით (diaphragma). გულმკერდის ქვედა შესავალი შემოსაზღვრულია ნეკნთა რკალი, XII მალა და მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩი.
No comments:
Post a Comment