NO თავისუფალრადიკალური აირია. ის სინთეზდება L-არგინინისგან, ფერმენტ NOS-ს საშუალებით. აცეტილქოლინის ვაზოდილატაციური ეფექტი დაკავშირებულია სისხლძარღვთა კედლის ენდოთელიუმის მიერ რელაქსაციური ფაქტორის გამოყოფასთან, რომელიც იწვევს კედლის გლუვი კუნთების მოდუნებას. დადგინდა, რომ ეს რელაქსაციური ფაქტრი აზოტის ოქსიდია (NO). NO წარმოიქმნეა არა მარტო ენდოთელური, არამედ მრავალი სხვა უჯრედის მიერ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. NO-ს მოქმედება ლოკალურია, რადგან მისი ''სიცოცხლე'' ძალიან ხანმოკლეა (5წამამდე) NO-მ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დადებითი (თერაპიული), ისე უარყოფითი (ტოქსიკური) ეფექტი.
ტოქსიკური ეფექტი. NO-მ შესაძლოა გამოავლინოს მძლავრი პროოქსიდაციური მოქმედება. ასევე სუპეროქსიდრადიკალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნის პეროქსინიტრიტს.
No comments:
Post a Comment