გულმკერდის წინა ზედაპირი
- წინა შუა ხაზი (linea mediana anterior)
– გაივლის მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევიდან მკერდის ძვლის ცენტრში - სტერნული ხაზი (linea sternalis)
– ანუ მკერდის ხაზი. გაივლის მკერდის ძვლის კიდეზე - მედიოკლავიკულური ხაზი (linea medioclavicularis)
– ანუ ლავიწშუა ხაზი. ის ლავიწის შუა წერტილიდან ეშვება ქვემოთ და გაივლის ძუძუს დვრილზე, რის გამოც მას დვრილის ხაზსაც უწოდებენ. - პარასტერნული ხაზი (linea parasternalis)
– გაივლის სტერნული და მედიოკლავიკულური ხაზების შუაში.
გულმკერდის გვერდითი ზედაპირი
- იღლიის წინა ხაზი (linea axillaris anterior)
– გაივლსი იღლიის ფოსოს წინა კიდეზე - იღლიის უკანა ხაზი (linea axillaris posterior)
– გაივლის იღლიის ფოსოს უკანა კიდეზე - იღლიის შუა ხაზი (linea axillaris media)
– გაივლის იღლიის წინა და იღლიის უკანა ხაზებს შორის
- ბეჭის ხაზი (linea scapularis)
– გაივლის ბეჭის ქვედა კუთხეზე. - ვერტებრული ხაზი (linea vertebralis)
– ანუ ხერხემლის ხაზი. გაივლის გულმკერდის მალების განივ მორჩებზე. - პარავერტებრული ხაზი (linea paravertebralis)
– გაივლის ბეჭისა და ვერტებრულ ხაზებს შორის. - უკანა შუა ხაზი (linea mediana posterior)
– გაივლის გულმკერდის მალების წვეტიან მორჩებზე.
No comments:
Post a Comment