ფარ–კისრის ღერო – ლავიწქვეშა არტერიის ტოტია, მისი ერთ–ერთი განშტოებაა ბეჭზედა არტერია, რომელიც მიემართება ბეჭის ძვლისკენ და თანამოსახელე ვენებთან ერთად ზემოდან გადაუვლის ბეჭის ამონაჭდევზე გაჭიმულ განივ იოგს. შემდეგ ეშვება ჯერ ქედზედა ქოსოში, შემდეგ კი ქედქვედა ფოსოში სადაც ეანასტომოზება : 1. ბეჭის შემომხვევ არტერიას და 2. კისრის განივი არტერიის ღრმა ტოტს.
კისრის განივი არტერია – ლავიწქვეშა არტერიის ტოტია და გამოეყოფა ორი ტოტი: 1. ზედაპირული – კისრის ზედაპირული არტერია; და 2. ღრმა ტოტი – ბეჭის დასწვრივი არტერია.
ბეჭქვეშა არტერია – გამოეყოფა იღლიის არტერიას, იყოფა ორ ტოტად :1. ბეჭის შემომხვევი არტერია, და 2. მკერდ–ზურგის არტერია. ბეჭის შემომხვევი არტერია შედის ქედქვედა ფოსოში და იქ ეანასტომოზება ბეჭზედა და კისრის განივი არტერიის ღრმა ტოტს.
იღლიის მიდამოს საზღვრები:
წინიდან – მკერდის დიდი კუნთის ქვედა კიდე
უკნიდან – ზურგის უგანიერესი და დიდი მრგვალი კუნთების ქვედა კიდეები
უკნიდან – ზურგის უგანიერესი და დიდი მრგვალი კუნთების ქვედა კიდეები
No comments:
Post a Comment