ორიენტირები
○ გულმკერდის წინა კედელზე ხელით ისინჯება:
- ლავიწი
- I ნეკნის ბოლო
- მკერდის კუთხე (angulus sterni) და მასთან დაკავშირებული II ნეკნი.
– მკერდის კუთხეს ლუდოვიკოს კუთხესაც უწოდებენ. მკერდის კუთხე მდებარეობს IV-V მალთაშუა ხრტილის დონეზე. ნეკნების დათვლა იწყება II ნეკნიდან, რადგან ის ყოველთვის კარგადაა გამოხატული. - მკერდის ძვლის წინა ზედაპირი
- მკერდის ძვლის საუღლე ნაჭდევი (incisura jugularis)
– მდებარეობს გულმკერდის II მალის დონეზე. - მახვილისებრი მორჩი (processus xiphoideus)
– მდებარეობს გულმკერდის X მალის დონეზე. - მახვილისებრი მორჩის მწვერვალი
– მდებარეობს გულმკერდის XI მალის დონეზე. - ნეკნთა რკალი
– იქმნება VII-X ნეკნთა ხრტილებით - მკერდის დიდი კუნთი
- ძუძუს დვრილი
– მამაკაცებში ის მნიშვნელოვანი ორიენტირია და მდებარეობს IV ნეკნთაშუა სივრცის დონეზე. ქალებში კი მისი მდებარეობა ძალზედ ცვალებადია, რის გამოც საორიენტაციოდ ვერ გამოვიყენებთ. - გულის ძგერა ისმინება: მარცხენა ლავიწის შუა წერტილიდან დაშვებულ ვერტიკალურ ხაზზე, V ნეკნთაშუა სივრცეში.
○ გულმკერდის გვერდითა კედელზე ხელით ისინჯება:
- III-X ნეკნები
- ჟერდის ხაზი
– ჟერდის ხაზი, წარმოადგენს ტეხილ ხაზს, რომელიც იქმნება გულმკერდის წინა დაკბილული კუნთისა და მუცლის გარეთა ირიბი კუნთის დასაწყისთა ურთიერთობით. ჟერდის ხაზი კარგად შეიმჩნევა კუნთოვანი სისტემის კარგი განვითარების შემთხვევაში.
○ გულმკერდის უკანა კედელზე ხელით ისინჯება:
- ნეკნები
– ნეკნები შეგვიძლია გავსინჯოთ ბეჭის ძვლის ქვემოთ და მედიალურად. - ბეჭის ძვლის კუთხეები
- ბეჭის ძვლის მედიალური და ლატერალური კიდეები
– ბეჭის ძვალი მდებარეობს II ნეკნის ზედა კიდიდან – VII ნეკნის ზედა კიდემდე - მალების წვეტიანი და განივი მორჩები
No comments:
Post a Comment