Showing posts with label მიომა; ლეიომიომა; ფიბრომა; ფიბრომიომა; კვანძები; სისხლდენა საშვილოსნოდან. Show all posts
Showing posts with label მიომა; ლეიომიომა; ფიბრომა; ფიბრომიომა; კვანძები; სისხლდენა საშვილოსნოდან. Show all posts

Saturday, June 11, 2016

საშვილოსნოს მიომა


 
საშვილოსნოს მიომა  (სინონიმი: ლეიომიომა) არის კეთილთვისებიანი, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე, რომელიც შედგება კუნთოვანი და შემაერთე­ბელ­ქსოვილოვანი ელემენტებისგან. ფორმალური თვალსაზრისით, როდესაც სიმსივნეში სჭარბობს კუნთოვანი ელემენტები, საუბრობენ  "მიომის" არსებობაზე. შემაერთებელქსოვილოვანი სტრომის პრევალირების დროს გამო­ი­ყენება ტერმინი "ფიბრომა", ხოლო ორივე სახის ქსოვილის თანაბარი შემცველობის დროს _ "ფიბრომიომა". უკანასკნელი ვარიანტი გვხვდება შემთხვევათა უმრავლესობაში, თუმცა ყველაზე გავრცელებულ ტერმინს დღესდღეობით წარმოადგენს"მიომა".