Sunday, March 5, 2017

თვალბუდე • Orbita და ცხვირ–ცრემლის არხი • Canalis nasolacrimalis

 თვალბუდე • Orbita 

თვალბუდის ღრუს ოთხწახნაგიანი პირამიდის მოყვანილობა აქვს. მისი მწვერვალი მიმართულია უკან და შიგნით და შეესაბამება მხედველობის არხს, ფუძე კი ქმნის თვალბუდის შესავალს • hiatus orbitae. ეს შესავალი ხვრელი ზევიდან მოსაზღვრულია შუბლის ძვლის თვალბუდის ზემო კიდით,
გარედან და ცოტა ქვევიდან _ ყვრიმალის ძვლით, ქვემოდან და შიგნიდან _ ზედაყბის თვალბუდის ქვემო კიდით და ზედაყბის შუბლის მორჩით.

თვალბუდის ღრუს ოთხი კედელი აქვს: 

ზევითა კედელი • paries superior წარმოდგება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილით და სოლისებრი ძვლის მცირე ფრთით. ამ კედლის გარეთა კუთხეში, წინ, ძევს ცრემლის ჯირკვლის ფოსო - fossa glandulae lacrimalis ხოლო შიგნითა კუთხეში - ჭაღის ფოსო - fossa trochlearis.

გარეთა კედელი • paries lateralis  წარმოდგება ყვრიმალის ძვლის თვალბუდის  და სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის თვალბუდის ზედაპირებით; ამ კედელზე წინიდან მოთავსებულია ყვრიმალ-თვალბუდის ხვრელი - foramen zygomatocoorbitale

ქვემო კედელი • paries inferior  შედგება ზედაყბის თვალბუდის და ყვრიმალის ძვლის თვალბუდის ზედაპირებისაგან და სასის ძვლის თვალბუდის მორჩისაგან. თვალბუდის ქვემო კედლის სისქეში, უკანიდან მოყოლებული, მიდის თვალბუდის ქვემო ღარი - sulcus infraorbitalis, რომელიც გადადის წინ, თვალბუდის ქვემო არხში - canalis infraorbitalis; ეს უკანასკნელი სახეძე იხსნება ცნობილი თვალბუდის ქვედა ხვრელით - foramen infraorbitale. 

თვალბუდის შიგნითა კედელს • paries interna შეადგენენ: ცრემლის ძვალი, ცხავის ძვლის გარეთა ფირფიტა და სოლისებრი ძვლის სხეულის გარეთა ზედაპირი. შიგნითა კედლის ზევითა ნაპირთან მოთავსებულია ორი ხვრელი: ცხავის წინა და უკანა ხვრელები _ foramen ethmoidale anterior et posterior.
მხედველობის არხით და თვალბუდის ზემო ნაპრლით თვალბუდის ღრუ ერთვის ტვინის ქალას ღრუს, ხოლო თვალბუდის ქვემო ნაპრალით _ საფეთქლის ფოსოს. თვალბუდის შიგნითა კედელთან, წინიდან ცრემლის ძვალსა და ზედაყბის შუბლის მორჩს შორის ძევს საცრემლე პარკის ფოსო _ fossa sacci lacrimalis, რომელიც ქვემოთ გადადის ცხვირ-ცრელის არხში _ canalis nasolacrimalis.


 ცხვირ–ცრემლის არხი • Canalis nasolacrimalis 
ცხვირ-ცრემლის არხის შესავალი მოთავსებულია თვალბუდის შიგნითა კედლის წინა ნაწილში. ცხვირ-ცრემლის არხი წინიდან მოსაზღვრულია ზედაყბის შუბლის შუბლის მორჩის საცრემლე ღარით, უკანიდან -ცრემლის ძვლით და ქვემო ნიჟარის ცრემლის მორჩით. ცხვირ-ცრემლის არხის ქვემო ხვრელი იხსნება ცხვირის ღრუში, ცხვირის ქვემო ნიჟარის ქვეშ, ე.ი. ცხვირის ქვემო გასავალში - meatus nasalis inferior.




No comments:

Post a Comment