მუცლის ღრუს ორგანოების სხეულის ზედაპირზე პროეცირების მიზნით მუცელი იყოფა მიდამოებად. ამისთვის, მუცლის მიდამოს წინა კედელზე ავლებენ ორ ჰორიზონტალურ და ორ ვერტიკალურ ხაზს.
ზედა ჰორიზონტალურ ხაზს – ავლებენ X ნეკნების ყველაზე დაბალწერტილებს შორის.
ქვედა ჰორიზონტალურ ხაზს – ავლებენ თეძოს წინა ზედა წვეტებს შორის.
ამ ორი ჰორიზონტალური ხაზით გამოიყოფა შემდეგი მიდამოები:
- მუცლის ზედა ნაწილი – ეპიგასტრიუმი (epigastrium). მდებარეობს ზედა ჰორიზონტალურ ხაზსა და შუასაძგიდს შორის.
- მუცლის შუა ნაწილი – მეზოგასტრიუმი (mesogastrium). მდებარეობს ზედა და ქვედა ჰორიზონტალურ ხაზებს შორის.
- მუცლის ქვედა ნაწილი – ჰიპოგასტრიუმი (hypogastrium). მდებარეობს ქვედა ჰორიზონტალურ ხაზსა და საზარდულის ნაოჭებს შორის.
No comments:
Post a Comment