მუცლის მიდამოს საზღვრები
ზედა საზღვარი:
- ნეკნთა რკალი
- XI ნეკნის ბოლო
- XII ნეკნი
ქვედა საზღვარი:
- თეძოს ქედი
- საზარდულის ნაოჭი
- ბოქვენის სიმფიზის კიდე
მუცლის ღრუს საზღვრები
ზედა საზღვარი:
- შუასაძგიდი, seu დიაფრაგმა
ქვედა საზღვარი:
- სასაზღვრო ხაზებზე გავლებული (linea terminalis) სიბრტყით, რომლის ქვემოთაც მცირე მენჯი მდებარეობს
მუცლის ფორმა
მუცლის ფორმა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, კონსტიტუციურ ტიპზე, წონაზე.
ასაკი: ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის მუცელი განიერია ზედა ნაწილში, რაც განპირობებულია ამ ასაკში ღვიძლის შედარებით დიდი მოცულობით. სქესი: მამაკაცის მუცელი განიერია ზედა ნაწილში, ქალისა კი ქვედა ნაწილში. კონსტიტუციური ტიპი: ბრაქიმორფული კონსტიტუციური ტიპი – განიერგულმკერდიანი და ვიწრომენჯიანი სუბიექტი (მუცელი განიერია ზედა ნაწილში); დოლიქომორფული კონსტიტუციური ტიპი – ვიწროგულმკერდიანი და განიერმენჯიანი სუბიექტი (მუცელი განიერია ქვედა ნაწილში).
No comments:
Post a Comment