გამოჯანმრთელების პროცესში მონაწილეობს 3 ტიპის ადაპტაციური რეაქცია:
1. დაუყოვნებელი დაცვით-საკომპენსაციო მექანიზმები. (სინონიმები - არამყარი, ''ავარიული'')
აღმოცენდება მყის- დაზიანების შემდგომ. მაგ: ხველა, ღებინება და სხვ.
2. შედარებით მდგრადი დაცვით-საკომპენსაციო მექანიზმები. ისინი შედარებით უწყვეტად მიმდინარეობენ ავადმყოფობის განმავლობაში. მაგ: * ორგანოების სარეზერვო შესაძლებლობების ჩართვა (ცნობილია, რომ ჯანმრთელი ორგანიზმის იყენებს გულის კუნთის სიმძლავრის მხოლოდ 20%-ს; ღვიძლის
პარენქიმის უჯრედების 12-15%-ს; და სხვ.) * მარეგულირებელი სისტემების გააქტიურება; * ტოქსინების ნეირტალიზება; * შემაერთებელი ქსოვილის აქტიური რეაქციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჭრილობის შეხორცებაში, ანთების დროს და სხვ.
3. მყარი დაცვით-საკომპენსაციო მექანიზმები. ორგანიზმი ინარჩუნებს თვეების და წლების განმავლობაში. მაგ: იმუნიტეტი, მიოკარდიუმის ჰიპერტროფია და სხვ.
No comments:
Post a Comment