Showing posts with label თირკმლის შარდსაწვეთის შარდის ბუშტის პროსტატის სათესლე პარკის ტკივილი. Show all posts
Showing posts with label თირკმლის შარდსაწვეთის შარდის ბუშტის პროსტატის სათესლე პარკის ტკივილი. Show all posts

Friday, April 1, 2016

ტკივილი

უროლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ხშირი და წამყვანი  სიმპტომია  ტკივილი. ტკივილი შესაძლებელია  იყოს  სხვადასხვა ხასიათის  და  ინტენსივობის და  მისი ძირითადი მიზეზია საშარდე გზების  ობსტრუქცია  გამოწვეული  ანთებითი, სიმსივნური,  შარდკენჭოვანი  დაავადებებით და საშარდე  ორგანოების  ტრავმული დაზიანებით. 

ტკივილი  ლუმბალურ  არეში ირადიაციით საზარდულში დამახასიათებელია თირკმლის  პათოლოგიებისთვის;  
ბოქვენზედა  მიდამოში - შარდის ბუშტის;  
შორისის  არეში - პროსტატისა  და  სათესლე  ბუშტუკების შემთხვევაში
სათესლე  პარკში  ტკივილს  განაპირობებს  სათესლე ჯირკვლებისა  და მისი დანამატების პათოლოგია.