Showing posts with label ანემია ანევრიზმა ამნეზია; ანართრია ამავროზი ათეტოზი აკომოდაცია აგრაფია. Show all posts
Showing posts with label ანემია ანევრიზმა ამნეზია; ანართრია ამავროზი ათეტოზი აკომოდაცია აგრაფია. Show all posts

Tuesday, April 5, 2016

სპეციალურ ტერმინთა ლექსიკონი - ა -


- ა -

აგნოზია agnosia – საგანთა, პირთა და მოვლენათა აღქმის უნარის ნაწილობრივი
ან სრული დაკარგვა თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო. არჩევენ
სმენით, მხედველობით, ტაქტილურ და სხვა აგნოზიებს.

აგრაფია agraphia – წერის უნარის მოშლა ან სრული დაკარგვა. ხშირად
ერთვის მეტყველების მოშლას – აფაზიას. აღინიშნება თავის ტვინის ქერქის
შესაბამისი უბნის დაზიანების დროს.