Saturday, January 11, 2014

უჯრედის დაზიანების ტიპობრივი ფორმები, დისტროფია, დისპლაზია


უჯრედი არის ორგანიზმის უმცირესი თვითრეგულირებადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული. მასში მიმდინარე პროცესები საფუძვლად უდევს ქსოვილების, ორგანოების ფუნქციონირებას.

უჯრედის დაზიანება არის უჯრედის ფუნქციის, მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და მეტაბოლიზმის დარღვევა, რომელიც გრძელდება პათოლოგიური აგენტის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. უჯრედის დაზიანების გამო ირღვევა ურთიერთქმედება როგორც თვით უჯრედის კომპონენტებს, ასევე უჯრედებს შორის, რაც იწვევს ცვლილებებს ორგანოებში და ორგანოთა სისტემებში. დაზიანება უჯრედში მრავალფეროვან ცხვლილებებს იწვევს.


დისტროფია (dys-დარღვევა; trophe-კვება) - არის უჯრედში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ამ დროს მისი სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია. დისტროფიის დროს, უჯრედში ჩნდება ისეთი კომპონენტები, რომელიც ჯანმრთელ უჯრედს არ ახასიათებს. განასხვავებენ შემდეგი სახის დისტროფიებს:
1. ცილოვანი დისტროფია (დისპროტეინოზები)
2. ნახშირწყლოვანი დისტროფია
3. ცხიმოვანი დისტროფია (ლიპიდოზები)
4. ჰიგმენტური დისტროფია 
5. მინერალური დისტროფია

დისპლაზია (dys-დარღვევა; plasis-წარმოვქმნი) - უჯრედის განვითარების, დიფერენცირებისა და სპეციალიზაციის დარღვევის პროცესია. დისპლაზია ხასიათდება უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციის მყარი ცვლილებებით. დისპლაზიის ყველაზე ხშირი მიზეზია უჯრედის გენომის  დაზიანება. მაგ: ნამგლისებრი ერითროციტების წარმოქმნა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს და სხვ. 

No comments:

Post a Comment