პროტოკოლი ეყრდნობა:
WHO-ს მიერ
მოწოდებულ ხელის ჰიგიენის გაიდლაინს, ნიუ-იორკის შტატის ინფექციის კონტროლის გაიდლაინს
და CDC-ს
მიერ მოწოდებულ გაიდლაინს;
მიზანი: ინვაზიური
პროცედურებისა და სტერილური მანიპულაციების დროს ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება/პრევენცია, სტერილობის შენარჩუნება.
- სტერილური ხელთათმანის ჩაცმამდე სავალდებულოა დაიბანოთ და დაიმუშაოთ ხელი (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილურ ხელთათმანს ვიცვამთ საოპერაციოში - იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის პროტოკოლი)
- სტერილური ხელთათმანის
ჩაცმა არ წარმოადგენს ხელის ჰიგიენის ალტერნატივას!
სტერილური ხელთათმანის ჩაცმის პროტოკოლი:
დაუშვებელია სტერილური ხელთათმანებით არასტერილურ
საგნებთან შეხება და სამანიპულაციო არედან მოშორებით მოძრაობა!!
- წინასწარ მოიმარაგეთ პროცედურისათვის საჭირო აღჭურვილობა
- შეიმოსეთ ქუდითა და პირბადით ისე, რომ პირბადე ფარავდეს ცხვირისა და ნიკაპის არეს, ხოლო ქუდით დაფარული იყოს თმის მთლიანი საფარველი (იხ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების პროტოკოლი)
- აწარმოეთ ხელის ჰიგიენა (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილურ ხელთათმანს ვიცვამთ საოპერაციოში - იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის პროტოკოლი)
- საჭიროების შემთხვევაში ჩაიცვით სტერილური ხალათი (იხ. სტერილური ხალათის ჩაცმა/გახდის პროტოკოლი)
- სთხოვეთ თანაშემწეს გახსნას ხეთათმანის გარეთა არასტერილური შეფუთვა ისე, რომ არ შეეხოს შიგნითა (სტერილურ) შეფუთვას
- დომინანტური ხელით ფრთხილად ამოიღეთ შიგნითა შეფუთვა და მოათავსეთ სუფთა ზედაპიზე ისე, რომ არ შეეხოთ ზედაპირს
- სტერილური ხელთათმანის შეფუთვა გადახსენით (ორივე ხელი ერთდროულად მოკიდეთ შეფუთვის გადაკეცილ კიდეებს) ისე, რომ არ დაარღვიოთ შეფუთვის სტერილობა
- დომინანტური ხელით აიღეთ საპირისპირო ხელის სტერილური ხელთათმანი - ცერა და საჩვენებელი თითით
- ერთიანი მოძრაობით ჩააცურეთ არადომინანტური ხელი ხელთათმანში - არ გადაკეცოთ ხელთათმანის სამკლავური/მანჟეტი
- ხელთათმანიანი ხელი ფრთხილად შეაცურეთ მეორე ხელთათმანის სამკლაურის/მანჟეტის შიდა მხრიდან და ერთიანი მოძრაობით ჩაიცვით ხელთათმანი მეორე ხელზე
- მოირგეთ ორივე ხელთათმანი და გადაკეცეთ ხელთათმანის სამკლავური/მანჟეტი (თუ ხალათი სტერილურია ხალათის სამკლავურები/მანჟეტები სრულად მოაქციეთ ხელთათმანის ქვეშ )
სტერილური ხელთათმანის გახდის პროტოკოლი:
- პროცედურის/მანიპულაციის დასრულების შემდეგ, აუცილებელია დაბინძურებული ხელთათმანები გაიხადოთ შესაბამისი წესის დაცვით
- დომინანტური
ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს, ან ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს
ხელისგულის მხრიდან, გადმოაბრუნეთ ხელთათმანის
დაბინძურებული ნაწილისკენ და მოაქციეთ დომინანტური ხელის მუჭში
- იმ
ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ ხელთათმანის სამკლავურის/მანჟეტის
ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის კონტამინირებულ (დაბინძურებულ) გარეთა მხარეს
- ხელთათმანი გადმოაბრუნეთ ისე, რომ გაკეთდეს ჩანთა,
რომელშიც მოაქცევთ პირველად გახდილ ხელთათმანს
- ხელთათმანების
„ჩანთა“ მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში (იხ. სამედიცინო ნარჩენების
უტილიზაციის პროტოკოლი)
- აწარმოეთ
ხელის ჰიგიენა (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის
ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილური ხელთათმანი
გვეცვა საოპერაციოში - იხ. სამედიცინო
პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის
პროტოკოლი)
მოსალოდნელი შედეგი/გამოსავალი: ინფექციის გავრეცელების რისკის შემცირება (მათ შორის
ნოზოკომური), პაციენტის და სამედიცინო პერსონალის დაცვა ინფიცირებისაგან.
No comments:
Post a Comment