მოშარდვის აქტის დარღვევის სახეებს მიეკუთვნება:
1. პოლაკიურია;
2. სტრანგურია;
3. ნიქტურია;
4. შარდის შეუკავებლობა (იმპერატიული, სტრესული, პარადოქსული, ენურეზი);
5. შარდის შეკავება (მწვავე, ქრონიკული, პარადოქსული იშურია).
პოლაკიურია – მოშარდვის აქტის გახშირება. დამახასიათებელია ქვედა საშარდე გზებისა და პროსტატის დაავადებების დროს. ამ დროს მოშარდვის სიხშირემ დღეღამის განმავლობაში შეიძლება მიაღწიოს 15-20-ს. შარდვა მცირე ულუფებით. ხშირად თან ახლავს მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნები. პოლაკიურიას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სითხის ჭარბად მიღებისას, დიაბეტისა და თირკმელების ქრინიკული დაავადებისას, თუმცა ამ დროს შარდის ულუფები მცირე არ არის.
სტრანგურია – გაძნელებული, მტკივნეული შარდვა, გამოწვეული შარდის ბუშტის და პროსტატის პათოლოგიებით, რომლებიც განაპირობებენ ინფრავეზიკალურ ობსტრუქციას. პაციენტები განიცდიან შარდის ბუშტის სპაზმურ შეკუმშვებს, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფას, ჭინთვებს მოშარდვისას, მტკივნეულ შარდვასთან ერთად აღინიშნება მოშარვის იმპერატიული მოთხოვნები.
ნიქტურია – ღამით, დღის შარდის რაოდენობაზე მეტის არსებობა. თან ახლავს გულსისხლძარღვთა უკმარისობას.
ღამის პოლაკიურია – ღამით მოშარდვის აქტის გახშირება. თან ახლავს პროსტატის ჰიპერპლაზიას, შაქრიან დიაბეტს, ცისტიტს.
No comments:
Post a Comment